გიორგი გახარია:

გიორგი გახარია: "საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას"

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კელი დეგნანს ფიცის დადებას.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ახალ ელჩთან მუშაობით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში წინსვლას ელოდება.

მილოცვა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა.