გია ვოლსკი: ” თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, რომ საზოგადოებისთვის უკეთესი რამ გადაწყდეს, ამას “ლელო” არ სჭირდება “

გია ვოლსკი: ” თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, რომ საზოგადოებისთვის უკეთესი რამ გადაწყდეს, ამას “ლელო” არ სჭირდება “

თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, რომ საზოგადოებისთვის უკეთესი რამ გადაწყდეს, ამას “ლელო” არ სჭირდება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიკამენტებთან დაკავშირებით “ლელოს” მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირება არარეალურია.

“რომელ მიმართულებას მოაკლებენ საინტერესოა, პენსიებს, მასწავლებლებს თუ სამხედროებს? თუ რაიმე შესაძლებლობა იქნება, რომ საზოგადოებისთვის უკეთესი გადაწყდეს, ამას „ლელო“ არ სჭირდება, ნებისმიერი ხელისუფლება და განსაკუთრებით ჩვენ, რომლებმაც დავიწყეთ და გავაგრძელებთ საზოგადოებაზე ორიენტირებას, ვიქნებით პირველები ამ ნაბიჯში. ასე რომ, იმას მაგონებს, პენსიების ზრდის წარმოუდგენელ მაჩვენებელს რომ პირდებოდა „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები საზოგადოებას, მაგრამ მადლობა ღმერთს, შემდეგ დაითვალეს და გამოვიდა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები რომ დაითხოვო ამხელა პენსიებს ვერ გასცემ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ხელისუფლების პროგრამა არაეფექტურია და უკანასკნელ წლებში დახარჯული თანხების მიუხედავად, სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყანაში დაბალია.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელოში“ კერძო სადაზღვევო კომპანიების როლის გაზრდას ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში აუცილებლად თვლიან, რათა არსებობდეს მდგრადი სისტემა. ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ სისტემას კი სწორედ მდგრადობა არ გააჩნია.

„ჩვენი მიზანია, არა იმ ეტაპზე ვებრძოლოთ დაავადებებს, როცა განკურნება ძალიან ძვირი ჯდება ან საერთოდ ვერ ხერხდება, არამედ, პრევენციაში ჩავდოთ დიდი ინვესტიცია, რათა ისინი თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.