არეშიძე ცხინვალის დეპუტატის განცხადებაზე: „ოსებს ვინ ჰკითხავთ აფხაზეთში რა მოხდება“ 

არეშიძე ცხინვალის დეპუტატის განცხადებაზე: „ოსებს ვინ ჰკითხავთ აფხაზეთში რა მოხდება“ 

„ოსებს ვინ ჰკითხავთ აფხაზეთში რა მოხდება,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა დრიაევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცხინვალი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას განცხადებებით შეშფოთებულია.

ბჟანია თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის მომხრეა, ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

არეშიძე მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ „სამხრეთ ოსეთი" აფხაზეთზე რას ფიქრობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ასლან ბჟანიას ყველა ნაბიჯს ყურადღებით დააკვირდება.

„ოსებს ვინ ჰკითხავთ აფხაზეთში რა მოხდება, ეგ არაა მაგათი საქმე და არც რევდა არასდროს ოფიციალიური სოხუმი თავის საქმეში, ის კი არა, საქმე საქმეზე რომ მიდგა კოკოითის ძმა, რომელიც აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი იყო, სულ პანჩურით გააგდეს იქიდან იმიტომ, რომ ელჩისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა,

„ასე რომ, არავითარი მნიშვნლელობა არ აქვს, რას ამბობს ცხინვალში დრიაევი იქნება თუ სხვა ვინმე, თუმცა რასაკვირველია მოსკოვში ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ბჟანიას საქციელს და თუ ის მოცემული ჩარჩოდან გავა, მაშინ მისთვის შედეგი სახიფათო იქნება, ეს ამბავი მან ერთხელ უკვე გადაიტანა, როდესაც მოწამლეს და ალბათ მეორედ ამის გამეორება აღარ უნდა.

„დღეს რომ აფხაზეთში არჩევნები იყოს, ბჟანიას გარდა სხვა კანდიდატურა უბრალოდ არაა, 22 მარტს რა მოხდება ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს სხვა კანდიდატურა,კონკურენტი არ ჰყავს," - განაცხადა არეშიძემ.

სოხუმში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარე წლის 22 მარტსაა ჩანიშნული,

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნბის შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის პროტესტის გამწვავების შემდეგ,12 იანვარს რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

13 იანვარს აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ 22 მარტს დანიშნულ „საპრეზიდენტო" არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 22 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.