„ყოველგვარ ზღვარს გადასული ლანძღვა-გინებისა,

„ყოველგვარ ზღვარს გადასული ლანძღვა-გინებისა, "ოცნება" ყველაზე რეიტინგული პარტიაა და არჩევნების წინ სხვებთან შედარებით თვალსაჩინოდ საუკეთესო სასტარტო პოზიციები აქვს“

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

აბსოლუტურად გაუგებარია, რა უხარია ოპოზიციას და რა ნახა NDI-ის კვლევებში თავისთვის სანუგეშო?!

დაუშვათ მათთვის საუკეთესო ვარიანტი და ვითომ ობიექტურია ეს კვლევა. ამომრჩეველი, თვით ამ კვლევის მიხედვითაც კი, აშკარად იქითკენ იხრება, რომ "ოცნება" არჩევნებში გაიმარჯვებს, მართლაც:

"გამოკითხული მოსახლეობა კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს თქვენი აზრით, რომელი პარტია მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას? პასუხობს:

32%-„ქართული ოცნება“, 14%-ენმ, 14%-არ ვიცი, უარი პასუხზე - 12%, არც ერთი - 11%, „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია - 2%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ – 2%, „გირჩი“ – 1%, „დემოკრატიოული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 1%, სხვა - 1%."

ეს ნიშნავს, რომ ოცნების გამარჯვებისა არანაკლებ ორჯერ მეტ ამომრჩეველს მაინც სჯერა, ვიდრე ნაცებისა. ხოლო "ევრო-ნაცების" გამარჯვებისა კი სულ ცოტა - 6-ჯერ(!) მაინც ნაკლებს! სხვა პარტიებზე ხომ საუბარიც არ არის - მათი წარმატებისა პრაქტიკულად არც არავისა სჯერა.

არც ის სურათი, თუ კონკრეტულად ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი, არ არის სახარბიელო ოპოზიციისთვის:

"ქართული ოცნება“ - 20%, არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%, არ ვიცი - 12%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ - 8%, „ლეიბორისტული პარტია“- 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ - 3%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%, „გირჩი“ - 2%, სხვა - 2%."

ასე რომ, მიუხედავად ამდენი ყოველგვარ ზღვარს გადასული ლანძღვა-გინებისა, "ოცნება" ყველაზე რეიტინგული პარტიაა და არჩევნების წინ სხვებთან შედარებით თვალსაჩინოდ საუკეთესო სასტარტო პოზიციები აქვს, რასაც NDI-ის სახელგატეხილი და ტენდენციური (განსაკუთრებით ევრო-ნაცების მიმართ!) კვლევაც კი ვერ მალავს!

ამ NDI-ისეული რეიტინგებით რომ დასრულდეს არჩევნები, ბუნებრივია, წარმოუდგენელია! სულაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში კვლევის ტენდენციურობა (რაც სრულიად აშკარაა, თუნდაც დავით ბაქრაძის რამდენჯერმე "გაბერილი" პირადი რეიტინგის მაგალითზე), ხომ ნათელია, რომ მმართვეელ პარტიას შეუდარებლად დიდი რესურსი აქვს საარჩევნოდ საკუთარი რეიტინგის მნიშვნელოვნად გაზრდისა!

კარგი, დაუშვათ ეს შუძლებელიც და "ოცნებისთვის" ყველაზე უარესი სცენარი - ანუ ის, რომ ამ რეიტინგების შესაბამისად დასრულდება არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ ფარდობითი უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ისევ "ოცნების" იქნება; ხოლო პროპორციულ არჩევნებში, თუკი "100+50" შერეული სისტემა გავიდა (რაც საუკეთესო მიღწევადი ვარიანტია ოპოზიციისთვის), მანდატები ასე განაწილდება (თუ გავითვალისწინებთ, რომ ის 44 გაუნაწილებელი მანდატიც, რაც ბარიერგადაულახავ პარტიებს პროპორციულად ვერ შეხვდებათ, ასევე იმავე პროპორციით გადანაწილდება, რაც რეიტინგებშია მოცემული კვალიფიციური სუბიექტებისთვის):

"ოცნება" - 37 მანდატი; ნაცები - 23; ევრო-ნაცები -14; ლეიბორისტები - 9; პატრიოტთა ალიანსი - 7; "ახალი საქართველო" ("პატარა" ვაშაძე) - 5; ბურჯანაძის პარტია - 5.

პროპორციული არჩევნების ასეთი შედეგებით, "ოცნებას", იმისთვის, რომ მთავრობა შექმნას, 50-დან 40 მაჟორიტარული მანდატი დასჭირდება, რაც, სულაც არ იქნება "გასაოცრად წარმატებული" შედეგი და სრულიად რეალურია!

ხოლო ის, რომ ნაცების კოალიცია ვერც ერთ შემთხვევაში მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს - ამ რეიტინგებით ძალიან ნათელია! უარესიც - იგი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას მაშინაც კი, რომც სასწაული მოხდეს და მთლიანად პროპორციული იყოს არჩევნები!

თუ არ გავიდა "100+50" და დარჩა "77+73", მაშინ "ოცნებას" ამ რეიტინგებითაც კი, უკვე სულაც არ გაუჭირდება მთავრობის ფორმირება!

ასე რომ, თვით ამ რეიტინგებითაც კი, რაც ნამდვილად ტენდენციურია ოპოზიციის სასარგებლოდ, თუ შერეული სისტემით ჩატარდა არჩევნები, თუნდაც 100+50 სისტემითაც კი, უდიდესი ალბათობით "ოცნება" კვლავაც მმართველი პარტი იქნება და იგი ახალ მთავრობას შექმნის.

ხოლო თუ მთლიანად პროპორციული გახდა არჩევნები, რისი ალბათობაც ნულის ტოლია, ასეთი რეიტინგებით, რაც NDI-ის კვლევაშია, მთავრობის ფორმირება შეუძლებელი გახდება და ვიდრე რიგგარეშე არჩევნებით ეს არ მოხდება, იმუშავებს ძველი, არჩევნებამდე არსებული (ე.ი. დიდი ალბათობით გახარიას) მთავრობა!

ოპოზიციის ადგილზე ეს "სასტარტო" შედეგები ნამდვილად არ გამიხარდებოდა!

ხოლო ამ ოპოზიციიდან თუკი ვინმემ ცხარე ცრემლებით და მწარედ უნდა იტიროს, ცხადია, უწინარესად ეს - "ლელოა"! რადგან იგი ფაქტიურად სულაც გამქრალია პოლიტიკური რეიტინგების კვლევის NDI-ისეული რადარებიდან!