გია ვოლსკი: “ამ ქვეყანაში სამართლის დაცვაზე პასუხისმგებლები ვართ ”

გია ვოლსკი: “ამ ქვეყანაში სამართლის დაცვაზე პასუხისმგებლები ვართ ”

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც მოგვთხოვს პასუხს საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს “ნაცმოძრაობა” იქნება თუ არა დარბაზში.

“რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვამ ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ არც ვიცესპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციიდან არ უნდა ავირჩიოთ და უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი. ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს აქ მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის”, – განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.

ცნობისთვის, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის. ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.