როგორც Ведомости-მ გაარკვია, ვლადიმერ პუტინის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი წარმოშობით ქართველი მომღერლის გრიგორი ლეპსისთვის მუსიკას წერდა. ამის შესახებ რუსულ გამოცემას მისმა „კარგმა ნაცნობებმა“ აცნობეს.
რუსეთის საავტორო საზოგადოების რეესტრში მიშუსტინი მითითებულია მუსიკის ავტორად შემდეგ სიმღერებზე: Настоящая женщина და Зола. ამასთან, გამოცემის ცნობით, რეესტრში მითითებული დაბადების თარიღი მიშუსტინის დაბადების თარიღს ემთხვევა.
თავად მომღერლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუსიკის ავტორი უბრალოდ კანდიდატის მოგვარეა. ინფორმაციას უარყოფს თავად ლეპსიც. „ეს უბრალოდ ჭორებია. სად მუსიკა და სად მიშუსტინი? დაე, პოლიტიკოსები პოლიტიკით დაკავდნენ, მუსიკოსებს კი მუსიკა დაგვიტოვეთ" - განაცხადა ლეპსმა.
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა 15 იანვარს წარადგინა.
იმავე დღეს რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა.