პარიზის ლუვრი 2019 წელს ყველაზე პოპულარულ მუზეუმად დასახელდა

პარიზის ლუვრი 2019 წელს ყველაზე პოპულარულ მუზეუმად დასახელდა

პარიზის ლუვრს მსოფლიო მუზეუმებს შორის 2019 წელს ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა, ამის შესახებ Euronews წერს.

მუზეუმს გასულ წელს 9,6 მილიონი ადამიანი ესტუმრა. 2018 წელს კი 10 მილიონი. 400 ათასით დამთვალიერებლების შემცირება პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

გამოცემის ცნობით 2019 წელს მუზეუმის სტუმრების 25%-ს ფრანგები შეადგენდნენ. ძირითადად მუზეუმის დასათვალიერებლად ვიზიტორები აშშ-დან, ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან: ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან ჩავიდნენ.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების ხუთეულში ლუვრის გარდა შედის აშშ-ში, ვაშინგტონში მდებარე ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი პეკინში, ასევე ვაშინტონში ასტრონავტიკის მუზეუმი და ბრიტანეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი ლონდონში.

ლუვრში 300 ათასზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ექსპოზიციაა გამოფენილი. მათ შორის ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“. 

სულ ლუვრში 8 განყოფილებაა. ყველაზე ახალი არის ისლამური ხელოვნების განყოფილება, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. აქ არის გამოფენილი ისლამური კულტურის ნივთების ყველაზე დიდი კოლექცია ევროპაში.