უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში ვეტერინარულმა კლინიკამ „კატების ჩამხუტებელის“ ვაკანსია გამოაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვეტკლინიკაში მუდმივად არის ათამდე ქუჩის კატა, რომელთაც ყურადღება არ ყოფნით.
ვეტექიმების განცხადებით, როცა ადამიანი კატას ეფერება, ცხოველი სოციალიზირდება და ნაკლებად განიცდის სტრესს.
კლინიკაში ასევე განაცხადეს, რომ სიხარულით შეხვდებიან ნებისმიერ მსურველს, ვინც კატებისთვის დროს გამოყოფს. „კატების ჩამხუტებლის“ ვაკანსიის მთავარი კრიტერიუმებია ცხოველების სიყვარული და თავისუფალი დრო.
ასევე ვეტერინარებმა განაცხადეს, რომ კლინიკაში მყოფ ყველა კატას სჭირდება მუდმივი ოჯახი.