თურქეთში თითქმის 3-წლიანი შეზღუდვის შემდეგ Wikipedia-ზე წვდომა აღდგა

თურქეთში თითქმის 3-წლიანი შეზღუდვის შემდეგ Wikipedia-ზე წვდომა აღდგა

თურქეთის მთავრობამ Wikipedia-ზე შეზღუდვები მოხსნა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ონლაინ ენიცკლოპედიის ბლოკირება უკანონოდ ცნო. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

თურქეთის მთავრობამ Wikipedia 2017 წელს დაბლოკა, მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე გამოჩნდა სტატიები ანკარის სირიელ ჯიჰადისტებთან თანამშრომლობის შესახებ. მაისში Wikipedia-მ თურქეთის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა.