მეგან მარკლის მამამ, ტომას მარკლმა განაცხადა, რომ მზად არის, სასამართლოში საკუთარი შვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Telegraph ავრცელებს.
საქმე ეხება ტაბლოიდური გამოცემა The Mail on Sunday-ის მიერ მეგან მარკლის პირადი წერილის გამოქვეყნებას. The Daily Telegraph აღნიშნავს, რომ ტომასის ჩვენების დახმარებით, მედია სასამართლოში საკუთარი დაცვის ხაზის აგებას შეძლებს.
საბუთები, რომლებიც სასამართლოს გადაეცა ასახავს მამა-შვილს შორის გაუარესებული ურთიერთობების შესახებ მტკიცებულებებს. საუბარია მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის პერიოდზე.
მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მარკლის პირადი წერილის გამოქვეყნების გამო ტაბლოიდურ გამოცემას გასული წლის ოქტომბერში უჩივლეს.