ფრანგი რეჟისორი კრისტოფ რუგია მსახიობ ადელ ენელის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, რუგია დაკავებულია "არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური აგრესიის" ბრალდებით. 31 წლის ადელ ენელი 12 წლის იყო, როდესაც რუგიას ფილმის ქასთინგში ფილმისთვის Les Diables (The Devils) მონაწილეობდა.
მსახიობი ამბობს, რომ თინეიჯერობისას, ფილმის მხადასაჭერი მოგზაურობის დროს, რეჟისორი მას აწუხებდა და დასდევდა.
რუგია, რომელიც ახლა 55 წლის არის, პოლიციაში სამშაბათს დილით გადაიყვანეს. ის ბრალდებებს უარყოფს.
ადელ ენელს 25-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ორჯერ ცეზარის ჯილდოც მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლისა იყო, როდესაც პირველად ზუსტად კრისტოფ რუგიამ ფილმში „ეშმაკები“ გადაიღო.