„უცნაურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან პარტია იმის იმედზეა, რომ სხვამ შეცდომა დაუშვას“

„უცნაურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან პარტია იმის იმედზეა, რომ სხვამ შეცდომა დაუშვას“

„ძალიან უცნაურია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან პოლიტიკური პარტია იმის იმედზეა, რომ ვინმე სხვამ შეცდომა დაუშვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის წამგებიან პოზიციაშია მინიმუმ და მას არ შესწევს იმის უნარი, რომ თვითონ შექმნას გარკვეული პოზიტიური დღის წესრიგი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დასხდომა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ განაპირობა.


მისივე თქმით, ეს არც არის გასაკვირი, რადგან აღნიშნული პოლიტიკური პარტიები და ლიდერები მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე სწორედ ასე იქცევიან.


„თუ გვინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმატებას მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ საკუთარი პოტენციალის, საკუთარი თავდადების იმედზე და იმის იმედზე, რომ ჩვენ ჩვენი საქმით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს. თუ სხვის იმედად ვიქნებით, ეს უკვე დასაწყისშივე ნიშნავს წაგებას. თუმცა, მე ასეთი დამოკიდებულება ამ პოლიტიკური პარტიისა და ამ ადამიანების მხრიდან არ მიკვირს. ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ისინი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე სწორედ ასე იქცევიან და სწორედ, სხვაგან ეძებენ გარკვეულ წარმატებას და არა საკუთარი წინსვლით, პროგრესით ან კონსტრუქციული მუშაობით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.