მეგან მარკლის გამო პრინც ჰარისა და დევიდ ბექჰემს ურთიერთობა გაუფუჭდათ

მეგან მარკლის გამო პრინც ჰარისა და დევიდ ბექჰემს ურთიერთობა გაუფუჭდათ

"მეგან მარკლმა პრინც ჰარისა და დევიდ ბექჰემს შორის შუღლი გააღვივა," - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Sun-ის ცნობილი გამოცემა. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მეგან მარკლის ეჭვიდან გამომდინარე, პრინც ჰარის მოუწია ყოფილ სპორტსმენს დალაპარაკებოდა.

საქმე იმაშია, რომ მეგან მარკლის აზრით, ვიქტორია ბექჰემი მათი მეგობრობის დეტალებს საზოგადოებას უზიარებდა. ჰერცოგინიის ლონდონში გადმოსვლასთან ერთად, ცნობილმა დიზაინერმა მას სილამაზის უამრავი რჩევა მისცა, მოგვიანებით კი, ეს ყველაფერ ბეჭდურად გავრცელდა. ამ ყველაფრის უკან კი, მეგანის აზრით სწორედ ვიქტორია დგას.

შედეგად, პრინცი ჰარი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა დევიდ ბექჰემს, რომელიც მისი დიდი ხნის მეგობარი გახლდათ. "ჰარი თავაზიანი იყო, მაგრამ ბუნებრივია ამან უხერხულობა ვერ გააქარწყლა და დევიდი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო," - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახი სამეფო ოჯახთან დაახლოებულთა შორის არიან და ისინი ჰარის ქორწილის საპატიო სტუმრების სიაშიც მოხვდნენ.