„მოპარულია ყველა ჯილდო, გატეხილია ყველა სეიფი და ოთახი სადაც იარაღი ინახებოდა“ – სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს

„მოპარულია ყველა ჯილდო, გატეხილია ყველა სეიფი და ოთახი სადაც იარაღი ინახებოდა“ – სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს

სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“, – წერს რუსული მედია.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ შეტყობინება „პარლამენტს“ 12 იანვარს გაუგზავნა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

amo რა მაგის პასუხია და . . . "ერთი წამით თუ მაინც დაფიქრებულან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რა მოხდება, ფეხბურთის განვითარების ფონდმა რომ კლუბებს დაფინანსება შეუწყვიტოს? აი, მაშინ კი ნამდვილად ვეღარ ჩავატარებთ ერთლიგიან პირველობაზე მეტს და, ვეჭვობთ, ის საჭირო ათი კლუბი მოვაგროვოთ.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სტრიქონების წერა სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ამდენი წლის შემდეგ გვიწევს. არადა, თავიდან რა კარგად და მიმზიდველად ჩანდა ყველაფერი" - ალეკო კაკაურიძე. აფხაზებზე უარეს დღეში ვართ, იქ ჯილდოებს იპარავენ, აქ (ამ გასაცოდავებული ხალხის) სახელმწიფო ფულს. საქმეს მაინც ახმარდნენ.
4 წლის უკან