“Black Sabbath”-მა ისტორია გაიხსენა

“Black Sabbath”-მა ისტორია გაიხსენა

გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი „Black Sabbath”-ის წევრებმა მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადეს.

მიმდინარე წლის დეკემბერში გაყიდვაში გამოჩნდება ვინილის დისკების კომპლექსი, რომელიც ერთდროულად რვა ალბომით იქნება წარმოდგენილი.

ამ კრებულის სახელწოდებაა „The Vinyl Collection: 1970-1978“. მასში განთავსებული იქნება ჯგუფის მიერ ამ პერიოდში ჩაწერილი ალბომები.

ამ განსაკუთრებული კრებულის გასაყიდი ფასი 180 გირვანქა სტერლინგი იქნება. მისი ტირაჟი შეზღუდულია.

გამოცემას ხმის ჩამწერი სტუდია „Universal” ამზადებს.