პატარა ზომის სახლების კომპაქტურად და კომფორტულად მოწყობა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ პროცესში ავეჯისა და სათავსოების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
კომპეტენტური რჩევების მისაღებად „გორგიას“ ინტერიერის დიზაინერს მივმართეთ. დიზაინერის რჩევით, მცირე სივრცეში მულტიფუნქციური ავეჯი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მაგიდა, დივანი, საწოლი და, რაც მთავარია, კარადები მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს ფუნქციონალურად.
მულტიფუნქციური და მარტივი ავეჯის შერჩევისას მსოფლიოში ცნობილი ბრენდის იკეას პროდუქცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მარტივი დიზაინით და დატვირთული ფუნქიონალით თქვენი სივრცის მაქსიმალურად ათვისებას და გამოყენებას შეძლებთ. სწორედ ასეთი ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ „გორგიას“ დიდუბის და ბათუმის ფილიალებში, სადაც იკეას პროდუქციის შოურუმია. რაც მთავარია, იკეას პროდუქცია ანტიალერგიული საღებავებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან მზადდება.
ნებისმიერი სახლის მთავარი ცენტრი მისაღები ოთახია. როგორც „გორგიას“ დიზაინერმა გვითხრა, მისაღები ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული, რაც შეიძლება ცოტა და მრავალფუნქციური ავეჯი უნდა განათავსოთ. მთავარი ატრიბუტი დივანია. კარგი იქნება თუ ისეთ დივანს შეარჩევთ, რომელსაც სათავსოც აქვს და საჭიროების შემთხვევაში. მარტივად ტრანსფორმირდება საწოლად. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, შესაძლებელია, მკვეთრი ფერების გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ღია ტონალობის იატაკი და კედლები გაქვთ. ფერადი დივნის შეტანა უფრო მეტ ხალისს და სიმყუდროვეს შემატებს თქვენს მისაღებ ოთახს. თუ გორგიას იკეას პროდუქციის შოურუმში არ იქნება წარმოგენილი თქვენთვის სასურველი ფერის ან ზომის ნივთი, შესაძლებელია შეკვეთა და შეკვეთიდან 2 კვირის ვადაში ნებისმიერი სახის ავეჯსა და აქსესუარებს ჩამოგიტანთ. 700 ლარზე მეტ შენაძენზე თბილისის მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.
სტუდიოს ტიპის მისაღების შემთხვევაში, ძალიან მოსახერხებელია ტრანსფორმერი მაგიდა.
ასეთი ტიპის მაგიდები ოთახში არ იკავებს დიდ ადგილს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი დიდ სასადილო მაგიდად გადაქცევა.
სამზარეულოსთვის გამოყოფილი ადგილი კი უმჯობესია მაქსიმალურად დატვირთოთ ჩასაშენებელი კარადებით და კარადებში უჯრებით, რათა ყველა ნივთის შენახვა კომპაქტურად და ადვილად მისაწვდომად შეძლოთ.
მოძრავი და მრავალფუნქციური ჟურნალების მაგიდის გამოყენება იდეალურია პატარა სივრცის პირობებში.
იკეას პროდუქციიდან ერთ-ერთი გამორჩეულია GRANBODA-ს სერიის ჟურნალების მაგიდა, რომელიც 3 დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება.
ერთადაც შეგიძლიათ დადგათ ან ცალ-ცალკე გამოიყენოთ, თქვენთვის სასურველი დანიშნულებით. ძალიან მარტივად გადაადგილებადია, ხოლო ვიზუალურად თანამედროვე და ლამაზი.
რაც შეეხება საძინებელს, მისი კომფორტულად მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მშვიდი ძილი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია.
გორგიას დიზაინერის თქმით, საძინებლის მოწყობის რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ.
თუ 2 ადამიანზე გათვლილი საწოლი გჭირდებათ და საძნებელში დიდი სივრცე აღარ გრჩებათ კარადებისთვის, მაშინ აუცილებლად ისეთი საწოლი უნდა შეარჩიოთ რომელსაც სხვადასხვა ტიპის სათავსოები აქვს.
სივრცის დიდად აღქმისათვის უკეთესი იქნება თუ საძინებლის ავეჯს ღია ფერისას შეარჩევთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ განსხვავებული ფერის ფარდებით, თაროებით ან ტუმბოებით გაახალისოთ ოთახის ინტერიერი.
ამ ეტაპზე იკეას პროდუქციიდან ძალიან პოპულარულია Platsa-ს სერიის საწოლი, რომელიც ძალიან კომპაქტური ზომისაა და თან ბევრი სათავსოც აქვს.
მაგრამ, თუ ოთახში არ გაქვთ საკმარისი სივრცე დიდი საწოლის დასადგმელად მაშინ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება თუ ტრანსფორმერ საწოლს შეარჩევთ. იკეას UTAKER-ის სერიის საწოლი საჭიროების შემთხვევაში იშლება და 2 საწოლად ტრანსფორმირდება.
ასევე, თუ სამუშაო კუთხის მოწყობა გსურთ და სივრცე არ გრჩებათ, ისეთი საწოლი შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომლის ქვეშაც თამამად შეძლებთ სამუშაო კუთხის მოწყობას.
ეს სივრცე, ასევე, სათავსოებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან უბრალოდ მოსასვენებელი კუთხე მოაწყოთ. პატარა სივრცის მაქსიმალურად ათვისებისათვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
როგორც ჩანს, პატარა სივრცის მოწყობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა, მაგრამ თუ ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებთ, ძალიან კომფორტულად, ლამაზად და ფუნქციონალურად შეძლებთ თქვენი საცხოვრებელი სივრცის მოწყობას.
ავეჯის შესაძენად კი „გორგიას“ იკეას პროდუქციის შოურუმს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, წერეთლის 140 ნომერში და ბათუმში, შავშეთის 27 ნომერში.