"ოცნების" დეპუტატი: გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, ბაზარში, ვერ გაივლით, თუ ხალხს უჭირს, ბაზარში ვერ შევა

"ქართული ოცნების" დეპუტატი კარლო კოპალიანი რუსთავი 2-თან საუბრის ამბობს რომ მოსახლეობას არ უჭირს და ამას "ბაზარში" ხალხის სიმრავლით ხსნის:

"ხალხს ქართული ოცნების ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის უკან წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით. არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი, ვისიც კარგად ვიცით ჩვენ. ეს არის აპოკალიფსის დახატვა რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, ეს არის მეტი არაფერია. გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმ კუთხით, რომ არის სოციალური შეჭირვებული ფენა"- აცხადებს დეპუტატი.

Maverick აი ამისთვის ახდენილა ოცნება, ნანული შევარდნაძის მიერ "5 ლარიანი ხელფასისა და კარგი დიასახლისის" არაკის არ იყოს ეს კოპალიანიც გვეშაირება,
ჰოდამალე ეს ოცნებაახდენილიც მალე იხილავს თავს თამაშგარე მდგომარეობაში!... და მერე ჩამოუაროს ჰიპერმარკეტებს და ბაზრებს იქ ნანახი პროდუქტები სიზმარში რომ გემრიელად მიირთავას...
5 წლის უკან
სოციალისტი მარტო საჭმელ-სასმელის რაოდენობით არ განისაზღვრება ადამიანის მდგომარეობა! მაგალითად სამხრეთ კორეის ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი თვლის რომ მათი ქვეყანა არის ჯოჯოხეთი! მეც ვეთანხმები!
5 წლის უკან