Bloomberg: ევროკავშირის ბიუჯეტი ბლოკის ამბიციებს არ შეესაბამება

Bloomberg: ევროკავშირის ბიუჯეტი ბლოკის ამბიციებს არ შეესაბამება

Bloomberg-ი წერს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი ბლოკის ამბიციებს არ შეესაბამება. გამოცემის ცნობით, ბრიუსელი სერიოზული გამოწვევის წინაშეა - ევროკავშირმა გრძელვადიანი დაფინანსება უნდა გამონახოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად, უკრაინის დასახმარებლად, კლიმატური ცვლილებებთან ბრძოლისთვის, წევრი სახელმწიფოების ეკონომიკის სტიმულირებისა და ფერმერების სუბსიდირებისთვის.

Bloomberg-ი წერს, რომ თუ ევროკავშირი მალე არ შეიმუშავებს ისეთ ახალ გრძელვადიან ბიუჯეტს, რომელიც ბლოკის წინაშე არსებულ ამოცანებს უპასუხებს, ის რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.