ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 47 წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
,,ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო დაჯილდოვების ცერემონიაში და მოგილოცოთ ეს საპატიო ჯილდო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული თანამშრომლობისთვის დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და ქვეყნის ღირსეულ განვითარებას“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.