„თავად მე ვიყავი პროპორციული არჩევნების მომხრე, მაგრამ ახლა უკვე კითხვის ნიშნები გამიჩნდა, განა ღირს ასეთ პარტიებს საშუალება მივცეთ უაპელაციოდ, როგორც თვითონ მოეწონებათ და გაუხარდებათ, პარლამენტი დავაკომპლექტებინოთ?!“ -აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
2019 წელს „ქართული ოცნების“ მარცხისა და მიღწევების შესახებ For.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
2019 წელი ხომ არ იყო სისტემური მარცხი „ქართული ოცნებისთვის“?
- რასაკვირველია, ეს იყო სისტემური მარცხი, მაგრამ „ქართული ოცნების“ კი არა, არამედ მთლიანად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მარცხი. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებაზეა, რადგან გაჟღერდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იქნებოდა პროპორციული არჩევნები, მაგრამ ვერ მოხდა ასე. ვერ მოხდა ბევრი მიზეზის გამო, საუბედუროდ, ეს აღარ არის მთავარი, მთავარია ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა რეალურად ჰგავს ჰიბრიდულ ომს. ჩვენ ვიცით რუსეთიდან წარმომავალი ჰიბრიდული ომის შესახებ, რაზეც ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი აცხადებდა. ზუსტად ეს მდგომარეობაა ახლაც საქართველოში, ანუ, ფაქტობრივად, ხდება არალეგიტიმური მიზნების მიღწევა ვითომდა ნახევრად ლეგალური და ნახევრად კანონიერი საშუალებებით. ტექნიკურად შეიძლება ასე გამოიყურება, რომ ოპოზიციის მიზანი პროპორციული არჩევნებია, მაგრამ მთავარი მიზანია კანონგარეშე საშუალებებით, რევოლუცია იქნება ეს, სახელმწიფო გადატრიალება, თუ ნებისმიერი ძალმომრეობა, მიაღწიონ ხელისუფლებაში მოსვლას. ეს არის სწორედ ის, რასაც 1990 წლიდან რუსეთი ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ, ანუ თავის მტრულ მიზნებს აღწევს ნახევრად ლეგალური, ხანაც ლეგალური საშუალებებით. როცა ეს არ გამოდის, რუსეთი პირდაპირ სამხედრო შეტევაზე, აგრესიაზე გადადის ხოლმე. რაღაც ასეთ მდგომარეობას ჰგავს დღევანდელი ვითარება. რაც თბილისის ქუჩებში ხდება, ამით უკვე ჩვენს იდენტობას ემუქრება საფრთხე. ჩვენი იდენტობა ეროვნული იდენტობაა - მამული, ენა, სარწმუნოება. ამის სანაცვლოდ ვითომც ახალი იდენტობის შემოტანა უნდათ - მაჟორიტარული იდენტობა და პროპორციული იდენტობა. ეს კი აბსურდია. ხალხი ამას არ გაჰყვება. პოლიტიკოსები ამის გამო ერთმანეთს ხოცავენ, მაგრამ არ არის ასე, გინდა თუ არა, პროპორციული არჩევნების მომხრე ვარ, ან მაჟორიტარული არჩევნების მომხრე ვარ და ამის გამო მზად ვართ ერთმანეთს დავერიოთ. ასეთი რამ ხალხში არ არის.
ერთმანეთს რომ დავერიოთ, ხალხში ამის სურვილი არ არის, მაგრამ ამომრჩეველი მზად არის, არჩევნებზე გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ იმედგაცრუების გამო.
- ეს სხვა ამბავია. მე იმას ვამბობ, რომ ხალხი იმას ხედავს, რომ ამით იდენტობა ინგრევა და მთავარი ღირებულებები უკან გადადის. მზად ვართ ერთმანეთი დავხოცოთ პროპორციულის თუ მაჟორიტარულის გამო. ხალხი ამას ვერ მიიღებს. ამიტომაც არ არის მასობრიობა ამ საკითხთან დაკავშირებით და სოლიდურ აქციებში ეს არ გადავა. ეროვნული იდენტობა ოჯახში გაზრდილ ყველა ქართველს აქვს, მაგრამ რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი იდენტობა, ეს არ გვაქვს, ეს ახლა ყალიბდება. სახელმწიფოებრივი იდენტობა, პირველ რიგში, არის კონსტიტუციურობა და სამართალი, სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სამართლის აღსრულება. ამ სახელმწიფოებრივ იდენტობას ანგრევს ქუჩის აქციები, რადგან ყოვლად შეუძლებელია, გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კონსტიტუციის გარეშე.
ქუჩის აქციებს ხომ არ „კვებავს“ თავად „ქართული ოცნება“, მის მიერ დაშვებული შეცდომები - საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების დამტკიცება, პროპორციული სისტემის უკან წაღება, არასწორი გადაწყვეტილებები?
- რა თქმა უნდა, ეს ასეა. თუმცა პროპორციულის უკან წაღებასაც ობიექტურად შევხედოთ. იმისთვის, რომ ამგვარი კონსენსუსი შედგეს, პასუხისმგებლიანი პარტიებია საჭირო. ახლა ყველა საკუთარ უფლებებზე ლაპარაკობს, ყველა თავის უფლებას ითხოვს და ამ უფლებებს რომ ვალდებულებები ახლავს თან, ეს არავის ახსოვს. საკითხი ასე დგას, განა ღირს ასეთ პარტიებს საშუალება მივცეთ უაპელაციოდ, როგორც თვითონ მოეწონებათ და გაუხარდებათ, პარლამენტი დავაკომპლექტებინოთ? აქ უკვე მე კითხვის ნიშანი მაქვს. თავად მე ვიყავი პროპორციული არჩევნების მომხრე, მაგრამ ახლა უკვე კითხვის ნიშნები გამიჩნდა, მით უმეტეს, გერმანული მოდელი რომ შემოაგდეს, რაც თავიდან ბოლომდე აბსურდია, გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, საღ აზრთან წინააღმდეგობაშია, რადგან არჩევნების შედეგები, მანდატების რაოდენობა აღარ იქნება დამოკიდებული მოპოვებულ მხარდაჭერაზე. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ პროპორციული სისტემა სამართლიანია, ხოლო მაჟორიტარული უსამართლო. დიდი ხანია, ყველაფერი გარკვეულია, რომ მაჟორიტარული და პროპორციული მოდელიც დემოკრატიულია და ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტები.
აქ მთავარია, საქართველოში როგორ იყენებენ მაჟორიტარულ სისტემას, რადგან ჩვენი მაჟორიტარები, როგორც წესი, ხელისუფლების ნების შემსრულებელნი არიან.
- ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ეროვნული იდენტობა და სახელმწიფოებრივი იდენტობა არ გადავაყოლოთ პოლიტიკურ ბატალიებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას. ამ ყველაფერს ანგრევენ და სწორედ ამით ჰგავს ეს ვითარება ჰიბრიდულ ომს. ისე იქცევიან, როგორც რუსები ექცევიან ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
2019 წელს „ოცნებისთვის“ ყველაზე მძიმე დღე, უფრო სწორად, ყველაზე მძიმე ღამე რომელი იყო? ხშირად იხსენებენ ე.წ. გავრილოვის ღამეს.
- ყველაზე მძიმე, რეზონანსული მოვლენა მთელი წლის განმავლობაში იყო 20-21 ივნისის ღამე, რადგან ღია შტურმი დაიწყო. ჰიბრიდულ ომზე როცა ვლაპარაკობ, ეს გადავიდა უკვე ცხელ ფაზაში, პროპორციული არჩევნები და შემდეგ ყველაფერი ამის გამოძახილი იყო. ეს იყო დაახლოებით ის, რაც განხორციელდა 2014 წელს, მეიდანი რომ მოაწყეს უკრაინაში, რაც მერე სერიოზულ უბედურებაში გადაიზარდა. ამის შედეგი იყო, რომ უკრაინამ დაკარგა ყირიმი და მოხდა დონბასის სეპარაცია. ისევე, როგორც ვარდების რევოლუციის უშუალო შედეგი იყო ის, რაც მოხდა აგვისტოს ომში. კიდევ უფრო ადრე, 1991-92 წლებში თბილისის ომი რომ მიმდინარეობდა, იმის პირდაპირი შედეგი იყო, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა.
ანუ მსგავსი მიზანი ჰქონდა ოპოზიციას გავრილოვის ღამესაც და ესეც რუსეთის ხელწერა იყო?
- რუსეთის მიზანი რა არის? სწორედ ჩვენი იდენტობა დაანგრიოს. როცა ადგილი მოსუფთავდება, მაშინ შემოდის რუსეთი და ტერიტორიას მოგვტაცებს ხოლმე.
რომ დაგვიკონკრეტოთ, ახლაც ოპოზიცია რუსეთის დავალებით მოქმედებს, როგორც 90-იან წლებში?
- ბუნებრივად ემთხვევა მათი ინტერესები. მე ამას როგორ ვიტყვი, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან, მაგრამ იმდენად არიან შეპყრობილნი ძალაუფლების ვნებით, არაფრად დაგიდევენ, რომ ქართველები არიან.
მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ არიან დაჭერილი ოპოზიციის ლიდერები და რატომ რჩებიან პატიმრობაში ახალგაზრდა ბიჭები-თამლიანი და სხვები, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, გარშემომყოფებს იცავდნენ რეზინის ტყვიებისგან? ახლა ნიკა მელიას რომ სამაჯური შეაბეს, ეს არაფერს ნიშნავს.
- ეს არ ვიცი. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის პოლიტიკური ფიგურაა და დაცულობის მეტი ხარისხი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ცუდია, არასამართლიანია, მაგრამ ჩვენი კანონმდელობით ასეა.
ისიც ცინიზმია, რომ ბოლო დროს ნიკა მელია, ეს „ნაცებისდროინდელი“ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, წარმოჩნდა გმირად.
- მელიასთან დაკავშირებით ეს ფაქტი თვითონ სასაცილოა, სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ნიშანი, რომ მტერი მოყვარედ გაჩვენონ, მოყვარე მტრად, გამარჯვება დამარცხებად, ეს მეთოდი აქვთ, ყველაფერი შენიღბულია.
2019-ში ყველაზე წარმატებული დღე რომელი იყო „ოცნებისთვის“ და მთლიანად საქართველოსთვის?
- „ოცნებისთვის“ წარმატებული დღე იყო, როცა შუალედური არჩევნები მოიგეს. ეს მთლიანი ეროვნული მასშტაბის საოცრება არ ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ იყო კიდევ მნიშვნელოვანი. თუნდაც რამდენიმე სერიოზული პროექტის დაწყება, გავიხსენოთ, რაც ხდება წყალტუბოსთან, აბასთუმანთან დაკავშირებით. 2019 წელს იყო სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები ნატოსთან, ევროკავშირთან. მთლიანობაში, წინსვლა იყო, მაგრამ დიდი გარღვევა არ ყოფილა 2019-ში.
თუმცა იყო ანაკლიის პროექტისთვის შექმნილი პრობლემებიც.
- ეგეც არის, მაგრამ ეს წარუმატებლობა მათ სინდისზეა, ვინც ეს საქმე ითავა და ვერ გააკეთა. შეიქმნა კორპორაცია და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლად პატიოსანი თამაშის წესები არ იყო, რადგან გარანტორი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და ინტერესები კი კერძო უნდა ყოფილიყო. ცხადია, ასე არ გამოდის.
ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ წინა რეჟიმის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა „ოცნებამ“ თავი, თუნდაც მოსამართლეების დამტკიცების კონტექსტში.
- ამ მხრივ რთული ვითარებაა. ხალხს ვერ წარმოუდგენია, როგორი დილემა გვაქვს ჩვენ, რადგან სასამართლო კორპუსი რაც გვყავს, ეს გვყავს. ჩვენ რომ დავიწყოთ სასამართლოს სხვაგვარად ფორმირება, არ გამოვა. იუსტიციის საბჭო ვინ არის? ესენი არიან ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილების მიმღებ უმრავლესობასაც ირჩევენ თავად მოსამართლეები. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსამართლეები უკან გავწიოთ და ვიღაცები შემოვიყვანოთ წინა პლანზე? მაშინ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქირურგიული ჩარევა, რაც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა და, რომლის შედეგიც ცნობილია, ანუ ეს მოსამართლეები გავუშვათ და მოვიყვანოთ ახლები. ვინც მოიყვანს ახლებს, ის ახლები მასზე იქნებიან დამოკიდებულნი. ანა დოლიძეს რომ მივცეთ მოსამართლეების მოყვანის უფლება, ის მოსამართლეები მერე ანა დოლიძეზე იქნებიან დამოკიდებულნი. არც მე არ მომწონს ეს მოსამართლეები, მაგრამ საიდან მოვიყვანოთ უკეთესები?
თუნდაც ერთი უსამართლო განაჩენი რომ დადგეს, ესეც არ ღირს მთელ სასამართლო სისტემად. ცხადია, სოფლის უხუცესებს ვერ მოვიყვანთ სამართლიანობის განსასჯელად, მაგრამ ნუთუ არ არის ქვეყანაში პატიოსანი მოსამართლეები?
- ქუჩიდან ასეთ ადამიანს ვერ ავიყვანთ, გინდაც ძალიან მაგარი იურისტი იყოს და გინდაც აკადემიური სექტორიდან გვევლინებოდეს. ვისაც სერიოზული იურიდიული გამოცდილება არ აქვს, ვინც სასამართლო სისტემა, საპროცესო კანონმდებლობა ზედმიწევნით არ იცის, მას მოსამართლედ ვერ დავნიშნავთ.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
აქ ცოტა აკლია ...უნდა დაემატოს ---ეწეროს
უტიფრობას ავიყვანთ უმაღლეს დონეზე
შევაყრით ხალხს თვალში ნაცარს
გავუწყვიტავთ შუბლზე ძარღვს
.....ზოგი თქვენც დააამატეთ და პატრონებს მივაწოდოთ გეგმებში ჩასამატებლად....ჭირთ, უჭირთ
17 დეკემბერი, 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების მწვავე წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ შედეგებს აღწევს „ქართული ოცნების“ მთავრობა, სტრატეგიული პარტნიორი მით მეტს ითხოვს მათგან. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ კონგრესმენები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები არიან და მათი ყველა კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სამუშაო რეჟიმში განიხილება
ახალს არ ვიტყვი, ესენი აქ ადრეც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ გულს მაინც მოვიფხან...
თქვენ რამდენი კარგიც გინდა გააკეთოთ ამერიკელებს მაინც არ მოეწონებით!!!!!!!!!!!!!!!
იმიტომ რომ თქვენც ნაცებივით უნდა აწამოთ და ხოცოთ ხალხი-----..ზოგი ზღვაში უნდა ჩაახჩოთ,ზოგი ქუჩაში უნდა ხოცოთ, უფრო ბევრი ციხეებში, ზოგიც კიდე უნდა შემოგეუპატიუროთ .....თან ხალხს უკანასკნელი სარჩო--საბადებელიც უნდა წაართვათ, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეთ ...... .აი მხოლოდ მერე მოეწონებით იმ ჩათლახ ამერიკელებს
გუანტანამო მაგათი მოგონილი და მაგათი წესია-------მაგათ მოსაწონად მიშა რომ იქცეოდა და იმიტომაც ,,ჩუხჩუხებდა,, მაშინ საქართველოში დემოკრატია.....არადა იმ წლებში სინამდვილეში აქ რა დემოკრატიაც ჩუხჩუხებდა, ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ
მაგათი მსოფლიო ბატონობისთვის, მსოფლიოს ნებისმერ ადგილზე, ნებისმიერი ერი ბრბოდ უნდა იქცეს, უნდა გატყდეს ფსიქოლოგიურად, ყველა უნდა არქიფო სეთურის ხალხს დაემსგავსოს, რომ მათი გულაობისთვის ოდნავი წინააღმდეგობის გამწევი და ხელის შემშლელი, ოდნავ საღად მოაზროვნე ხალხიც კი არსად არ დარჩეს........ მთელი მსოფლიოს (ან მისი დიდი ნაწილის) ადვილად სამართავად, ანუ მის ერთმმართველობის ქვეშ მოსაქცევად, ნებისმიერი ერი (ერები) უნდა ერთ მთლიან, ერთგვაროვან უფერო მასად იქცეს. იქ ავი კარგის მცნება საერთოდ უნდა გაქრეს. მორალზე და ზნეობაზე კიდე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი...მხოლოდ გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა
სწორედ იმიტომ მოგონეს ეს ე.წ. გლობალიზაცია(ანუ ვისი ვისსაშია). სწორედ ამ ვითომდა დემოტრაკიის დაცვის საბაბით არის სინამდვილეში ყველგან რომ თავიაანთ საქმეს აწვებიან--აკეთებენ. ამისთვის მაგათ ათასი ინსტრუმენტი და საშუალება ააქვთ, პლიუს ოხრად ფულებიც........მაგათ საქმეს როცა როგორ სჭირდება ისე იქცევიან....ხან ადამიანის უფლებების დაცვას იგონებენ, ხან განათლების რეფორმებს, ხან პროგრესისთვის ხელის შეწყობას და ხან კიდევ ათას სხვა სიაფანდობებს..................უბრალოდ ეგენი მხოლოდ თავიაანთ საქმეს აკეთებენ...
ჩვენს შემთხვევაში---- ჩვენ უნდა ვიყოთ რუსის ტრაკში გამოუღებელი ეკალი , თანაც რაც შეიძლება აქტიური........... ..მორჩა და გათავდა...სხვა ხეირი მაგათ ჩვენგან არაფერი აქვთ. ჩვენი დანიშნულება მაგათთვის მხოლოდ ესაა
სწორედ იმიტომაც მოსწონდათ მაგათ მიშა---ის ერთდროულად მაგათ ორ საქმეს აკეთებდა--- რუსსაც აგინებდა და ჩვენც აქტიურად გვარეფორმირებდა--ასე ვთქვათ ჭკვაზე (აზრზე) ,,მოვყავდით,,
აი სწორად ეგაა ჩვენთან მაგათი ნებისმიერი ქმედების არსი. ხოოდა ვინც მაგათ თავიაანთი მიზნების განხორციელებაში გამოადგებათ, ისინი არიან მაგათვის მისაღებებიც და დემოკრატიის მამამთავრებიც..... გინდ ბოკერია იყოს და გინდ კიდე ნაზიბროლა თერჯოლიდან... ოღონდ მაგათ თავიაანთი საქმე გააკეთონ და სუ კიტრზე ჰკიდიათ აქური დემოკრატიაც და ადამიანის უფლებებიც...
თორემ გუშინ რომ დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო(ხალხის ხოცვა) და დღეს აღარ არის, ეს დღეს თურმე დემოკრატიის დარღვევაა და პირიქით.....
გუშინ რომ ხალხს ხოცავდნენ და ის ხალხი დღეს პარლამენტს შტურმით იღებენ, ეს ადამიანების უფლებების დაცვა ყოფილა, ხოლო თუ დღეს ხელისუფლება თუნდაც ბოდიშის ფონზე, მიტინგს ნეჟნად დაშლის, ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ყოფილა......
აფსუსსს მიშა და ...............მისეული . მიტინგების დაშლა--დემოკრატის ვარსკვლავი გაიბრწყინებდა ..
.ჯერ მარტო იმ მიტინგებზე ხალხის მისვლა რა გმირობა იყო და ახლა იმ მიტინგების მიშასეული დაშლის დროს გადარჩენა (საკუთარ ბეჭებზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი მიშას დემოკრატია)
აუუუუ........................... რომ მახსენდება რაღაც რაღაცეები ...ესენი ხომ ერთი დღე არ არიან გასაჩერებლები, მაგრამ მიშას დემოკრატია რომ მახსენდებაააააა...................... დღევანდელ დღეს დემოკრატია მართლა სუ ნაპორით ჩუხჩუხებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
ჩუხჩუხია აბა რააარი?/ პარლამენტში ტერორისტები დივერსიებს აწყობენ და...... იქაც ბანტიო .....დემოკრატიააა აბა რა არი?? (უფრო სწორად დემოკრატიული ბარდაგი)
კი მაგრამ მე რომ ნაცების ოფისთან რომ ჩემი დემოკრატიული უფლ;ებები გამოვხატო და ერთი კაი ზრივჩატკა შევაგდო არ შეიძლებააა??
...მოკლედ გახარიას ვეტყოდი.......რა ატამი, რის ატამი...... აი თუ იმათ მოსაწონად მოიქცევით, მხოლოდ მერე მოეწონებით ამერეიკელებს. მანამდე ბოდიში და----- არ მოსწონხართ...
ქუნემ კოლუმბი...... ქუნემ
აუთენტურიაოოო?? რას ამბობ ....ნაღდია აბა რა ჯანდაბააა?? ჩემი მოგონილი კი არააა .......
ისე რააა...... რომელიმე პუნქტში გეპარება ეჭვიიი?? -------აკი სუ კაკალ კაკალ შეგვისრულეს კიდეც ველაფერი, კაკალ--კაკალ
მაგრამ იცოდეთ................................. ყველაფრის მიუხედავად მაგათ მაინც დედა ეტირებათ, თუ ადა ნახავთ
ეგენი მეშვიდეები იქნებიან მეშვიდეეები .....ყველა იმპერიას ააქვს დასაწყისიც და დასასრულიც....
იყო 400 წელი ....... იყო 300 ....იყო 200......70 .....(აგე როგორ პატარავდება მაგათი არსებობის ხანგრძლივობები)
უკვე 30 გავიდა . მაქსიმუმ მაგათ კიდე 10 წელი გაქაჩონ...
ხოოდა ეხლა უკვე მაგათი დროცაა.....
შენ ალბათ საქართველო გაქვს მხედველობაში, არა???
მაქსიმუმ 10 წელიღა გავქაჩოთ და საბოლოოდ დავემსგავსებით კოლუმბიას, ბოტსვანას, სომალის ან რომელიმე მსგავსს.
იქმადე ქვეყანა დაიცლება საბოლოოდ ქართველებისგან და საქართველოდან საქურთველოდ გადაიქცევა.
სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო.
ესაა სწორედ იმ დალასის თეორიის შედეგი, შენ რომ მოიყვანე ზემოთ.
ხოლო რა დაემართება პინდოსტანს, რუსეთს ან კიდევ რომელიმე სხვას, ჩვენ აგვაღელვებს იმდენად, რამდენადაც იქიდან და იმათგან შევჭამთ პურს.
ღმერთმა გადაარჩინოს ეს ქვეყანა და მისი ნამდვილი გულშემატკივრები!
ბედმიერი ყოფილიყოს ახალი 2020 წელი სრულიად საქართველოსთვის!
ყველა აქაურს ვულოცავ დამდეგს!!!
შენი თქმისა არ იყოს......პირველ რიგში საქართველოს ყველა ნაღდ გულშემატკივარს ახალ წელს ვულოცავ.....
ჯანმრთელობა და ცოტა მატერიალური სიკეთეებიც ნუ მოკლებოდეს ნურავის..
შენ ნათქვამზე კიდევ .....10 წელიწადიც ვიქნებით და კიდევ საუკუნეებიც..
ესენი მეშვიდეები იქნებიან მეთქი რომ ვამბობ ხოლმე, მართლა გულით მჯერა,... იმიტომ რომ ეგ ბაქრაძის ნათქვამია, ბაქრაძის
მართალია მტერი ძაან დახვეწილი ჩათლახია, მაგრამ დამიჯერე ამ სიტუაციიდანაც გამოვძვრებით და კიდევ გავაგრძელებთ ჩვენ ისტორიას. თითქოს მტერი ერთი არა გვყოფნიდა, მეორეც ზედ დაგვემატა. თან როგორი!! ...მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უფრო(ბევრჯერ) მტერიაო!!
ისე ზოგადად კი, ჩვენი ამბებისა რა გიკვიიიირს?? ხუმრობა ხომ არააა 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველ ჩათლახ დამპყრობელს გავუძელით ...ეს უბრალო საქმე ხომ არააა.? შენ აბა უკრაინას უყურე, უკვე რა დღეშია და 9 წლის მერე მოიკითხე ეგენი ....ჩვენი გიკვიიირს?? პირიქით, კიდე იოლადა ვართ გადარჩენილები.....სამაგათოდ მიშამ ბოლომდე ვერ მოგვიყომარა საქმე.........ბოლომდე ვერ დაგავადებილეს
ამასობაში კი ხალხის ძირითადი ნაწილი ცოტა გამოფხიზლდა კიდეც ...მეგობრების ყველა დაბოლებებისაც უკვე აღარ სჯერათ. პლიუს თან ხალხმა უკვე კარგად დაინახა მაგათი ჩვენს მიმართ დამოკიდებულების ნაღდი სახე---- ასე ვთქვათ მეგობრებს ჩამოსძვრათ ,,დემოკრატიული ნიღაბი,, ასე რომ აწი ძვბელებურად დაჩქარებული ტემპებით ვეღარ გადაგვაშენებენ.....
....ყველა იმპერიას ააქვს დასაწყისიც და დასასრულიც....
იყო 400 წელი ....... იყო 300 ....იყო 200......70 .....(აგე როგორ პატარავდება მაგათი არსებობის ხანგრძლივობები)
უკვე 30 გავიდა . მაქსიმუმ მაგათ კიდე 10 წელი გაქაჩონ...ისეა ცხოვრების ტემპები დაჩქარებული რომ, მაგათთვის როგორც იმპერიისთვის ...... ჰააა..ჰააა 5 წელი მიმიცია ...... ეხლა უკვე მაგათი დროცაა.....
ვიცი ამ ჩემ ნათქვამზე ბევრი გაიცინებს--- დამცინებს, მაგრამ შორიდან ვუყუროთ და ყველაფერს დავინახავთ...
....ამასობაში კი საქართველოში ქვეყანაზე მოფიქრალი ხალხიც გამოჩნდება, თან ხალხიც უკვე ვინუჟდენზე სწორად დასკვნებს გამოიტანს, მოკლედ დალაგდება უკვე რაღაცეები.........ასე რომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ჩვენ თავზე და ჩვენს გარშემო ხდება-ტრიალებს, მაინც და მაინც ძაან ცუდად არ ვთვლი ჩვენ საქმეს ...... ნელნელა ( არა უკვე ჩქარ-ჩქარა) ეგენიც მისქტიმდებიან(ჟამი უსრულდებათ, ჟამი)...ცოტას ღრმერთიც გადმოხვედავს და დალაგდება ეს ქვეყანა
ასე ვფიქრობ მე....
დარწმუნებული ვარ, რომ იცი, მაგრამ მაინც მოგწერ - აბა "იუთუბში" აკრიფე предсказание симпсонов СССР, რამოდენიმე ვიდეოა.
მეტად საინტერესო დაკვირვებებია.
აკი ისტორია არ მეორდებაო...თანაც მასეეე?(სსსრ-?)
ამერიკაზე კიდევ რომ ვამბობ ხოლმე--- გინდა თუ არა მაგათაც სიქტიმი მოუვათ მეთქი, უბრალოდ მაგ ამბავზე მე მხოლოდ ბაქრაძის ნათქვამს ვიმეორებ ხოლმე....83--85 წლების ინტერვიუებში სსსრ-ის მომავალზე რომ ეკითხებოდნენ, ეგრევე აჯახებდათ ხოლმე --სსსრ-ი ჩვეულებრივი მორიგი იმპერიააა და სხვებივით ესეც აუცილებლად დაიშლებაო.....მერე იმპერიების არსებობების ეგ ციფრები მოჰყავდა ხოლმე, მე რომ ზემოთ ვამბობ
სსსრ-ის დაშლის მერე ზუსტად იგივეს ამბობდა ამერიკაზეც, ხოოდა მეც იქიდან ამოვდივარ .........იმ კაცისა მე ძალიან, ძალიან მჯერა(ჩემთვის აითოლა ხომეინია) ხოოდა ეს რომ ეგრე იქნება ეჭვიც არ მეპარება..
ან რააა...... ლოგიკაში ეგრე არ ჯდება თუ რაა????
საქართველოზე კიდევ ამბობდა....... 3000 წელი, დღემდე საქართველო იმიტომ არ მოსულა რომ ამ 21 საუკუნეში გადავშენდეთო..თუ გადასაშენებლები ვიყავით კიდევ, აქამდე უკვე გადაშენებულები ვიქნებოდით და დღემდე ვერც მოვაღწევდითო.......
.მერე პარალელებს ავლებდა ხოლმე სხვა ერებთან და ქვეყნებთან.--.ვინ იყვნენ, რანი იყვნენ და................ ეხლა???
ჩვენ კი ვართ და ....ვართ...და ვიქნებით კიდეც!!!
ანუ ჩემებურად რომ ვთქვათ აწი ყველაფერი კარგად იქნებაო....ამას ვამბობ მეც
რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მე ცოტა უტრირებით ვლაპარაკობ მაგრამ........ არსი ეს იყო, ეს...და ასეც იქნება!!!
ისე ზოგადად საქართველოზე და მის მომავალზე კი..................... რა ვქნა,...მიუხედავად ყველამხრივ წახდენილი ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისა, როცა რომ საქართველოს და ქართველ ხალხს აბსოლიტურად ყველაფერში, ყველაფერში უჭირს და იმედიც თითქმის არსაიდან სჩანს, როცა რომ.......
(ჩვენი უბედურებების ჩამოთვლას აზრი არა ააქვს, გვერდები არ ეყოფა)....მაინც..... მაინც , მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალზე მაინც კარგი იმედები მაქვს...ბევრმა შეიძლება ისევ დამცინოს, გულში გაიფიქროს ,,ნეტარ არიან მორწმუნენიო,, მაგრამ მართალს ვამბობ--- ეგრე მჯერა მე და ამაში ერთი წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი.....
სამწუხაროდ ამინდს ჩვენ არ ვქმნით.
აბა იმავე იუთუბში აკრიფე жириновский предсказания 2019 და ყურადღებით მოუსმინე.
ჟურინოვსკის გიჟს ეძახიან, მაგრამ რაც იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა.
ესეც რომ ახდეს, რაც ჩვენზე აქვს ნაწინასწარმეტყველევი, მაშინ გიჟები ჩვენ ვყოფილვართ და არა ჟირიკა.