ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გროზნოს N11-ის მიმდებარედ ახალ სკვერში, რაიონში მცხოვრები პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ტერიტორია, გაფორმებული იყო საახალწლო დეკორაციით, პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიებას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაესწრო. მათ ბავშვები სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს. „დღეს, ჩუღურეთის რაიონში, ჩვენი პატარებისთვის ულამაზესი საახალწლო ღონისძიება გავმართეთ. ვულოცავ ყველა ჩუღურეთელს და მთელ საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს. ვუსურვებ, რომ 2020 წელი ყოფილიყოს ჩვენი, ყველას სურვილების ასრულების წელი“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.