სამეგრელოში 31 300 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოში 31 300 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

20 - 24 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 31 300 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.