სამეგრელოში 19 000  ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოში 19 000  ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში არსებული ტყის მასივში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 19 000 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის მიხედვით, შედგენილ იქნა  შესაბამისი ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი ჩამოერთვათ.