„ZZ Top”-ის ახალი აღიარება

„ZZ Top”-ის ახალი აღიარება

რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლონდონში ერთი ღონისძიება გაიმართა.

მუსიკალურმა გამოცემამ „Classic Rock” სხვადასხვა ნომინაციებში, მიმდინარე წლის გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა.

„Classic Rock Awards”-ის ნომინანტების დაჯილდოების მთავარი „გმირი“ ჯგუფი „ZZ Top” გახდა.

„ZZ Top”-ს გადაეცა „ცოცხალი ლეგენდის“ ჯილდო. ეს აღიარება ჯგუფმა  როკის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო დაიმსახურა.

საზეიმო ღონისძიებაზე კიდევ ორი ჯგუფი გამოარჩიეს. ალბომისთვის „Live!” “Status Quo” სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

წლის საუკეთესო როკ - ალბომისთვის განკუთვნილი ჯილდო კანადურ ჯგუფს „Rush”გადაეცა. ეს აღიარება დისკმა „Clockwork Angels” დაიმსახურა. ამის გარდა „Rush” 2012 წელს საუკეთესოდ აღიარეს.