„საქართველოს რკინიგზის

„საქართველოს რკინიგზის" განცხადება

ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის  გამო 24 დეკემბერს, შეფერხებით მოძრაობდა შემდეგი სამგზავრო მატარებელები:

№ 678 თბილისი -  ქუთაისი;  №804 თბილისი-ბათუმი;  №874 თბილისი-ფოთი;  №801 ბათუმი -თბილისი;  №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი.

„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს  უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო  - ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.