„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

მგზავრთა საყურადღებოდ! ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის  გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით,  მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი -  ქუთაისი - ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და  №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული  მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც    აღნიშნულ რეისებზე შეიძინა  სამგზავრო დოკუმენტი,  საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება.