საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
20 დეკემბერს, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის - „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული, მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომები, მონიტორინგის ძირითადი ინსტრუმენტები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, შემოსავლების სამსახურის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.