„ჩოლოიანი ოფიციალურად აწარმოებდა ჩემს დაკითხვას, საბუთებზე აქვს ხელი მოწერილი მაგ ადამიანს და ახლა უცებ არ არის?!“

„ჩოლოიანი ოფიციალურად აწარმოებდა ჩემს დაკითხვას, საბუთებზე აქვს ხელი მოწერილი მაგ ადამიანს და ახლა უცებ არ არის?!“

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სკოლამ პოლიციას ჩანაწერები და ბავშვთა პერსონალური მონაცემები კანონდარღვევით გადასცა, თუმცა ამ ეტაპზე, არსებული მტკიცებულებებით, სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში, ბავშვის გამოკითხვის პროცესს არ ესწრებოდა.

რაც შეეხება განყოფილებაში მშობლის გარეშე ბავშვის ყოფნის ფაქტს, თოლორაია ადასტურებს, რომ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის განყოფილებაში მარტო. ამის მიუხედავად, სკანდალური საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ დაკითხვა კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.

დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი 9-წლიანი რეჟიმის არა ერთი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობით. ერთ–ერთი ასეთი არის ე.წ. „ყინწვისის საქმე“, რა დროსაც ჩვენების მიღების მიზნით, ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას.

ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. ევროპულმა სასამართლომ ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა. გოგუაძე ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავების შემდეგ, ჯერ, ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. როგორც ნიკოლოზ გოგუაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩოლოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.

for.ge პოლიტპატიმარს, ნიკოლოზ გოგუაძეს ესაუბრა.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ .. „ყინწვისის სპეცოპერაციისსაქმეში ჩოლოიანის გვარი არ ფიგურირებს და მათთვის უცნობია, რატომ ხდება მისი სახელის დაკავშირება ამ გახმაურებულ საქმეში. ბატონო ნიკოლოზ, რა კავშირი აქვს ჩოლოიანსყინწვისის სპეცოპერაციისსაქმეში?

ნიკოლოზ გოგუაძე: ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ საბუთს სად გაექცევიან?! მარიანა ჩოლოიანი არის ის ადამიანი, რომელმაც დამაკავა, აწარმოა ჩემი ჩხრეკა და შესაბამისად, დაკითხვა. მაგალითად, მე მაქვს დოკუმენტები, რომელიც შემიძლია ნებისმერ დაინტერესებულ ადამიანს გავაცნო, ასევე შემიძლია მის ადვოკატსაც ავაფარო ცხვირწინ ის საბუთი, სადაც მარიანა ჩოლოიანი ჩემი ადვოკატის მიერ, სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით 2011 წელს ჩემს საქმეზე არის დაკითხული და, სადაც მას უსვამენ კითხვას ზუსტად იმის შესახებ, როგორ აწარმოებდა ქალბატონი მარიანა ჩემს დაკითხვას.

რას პასუხობდა მარიანა ჩოლოიანი, აღიარებდა თქვენს საქმეში მონაწილეობას?

– რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი დოკუმენტებით დადასტურებულია. ახლა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი რას იტყვის, ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ, რომ მე საბუთებით ვლაპარაკობ.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეინარჩუნა სისტემამ ეს გამომძიებელი და არა მარტო თქვენი საქმის გამომძიებლები და პროკურორები?

– მესმის, რატომ ვსაუბრობთ ქალბატონი მარიანაზე - სულ რამდენიმე დღის წინ დატრიალდა უმძიმესი ტრაგედია. ჩემს შემთხვევაში არა მარტო ქალბატონმა მარიანამ შეინარჩუნა პოზიცია. სხვათა შორის, პროკურატურაში მითხრეს, რომ მარიანა ჩოლოიანმა თანამდებობა დატობა და საქართველოშიც კი არ იმყოფებოდა.

კონკრეტულად ვინ გითხრათ?

– არ აქვს მნიშვნელობა ვინ მითხრა, საჭიროების შემთხვევაში დავაკონკრეტებ. მარიანა ჩოლოიანი არის ერთი, ასეთები არიან პროკურორები – დავით ხიზანაიძე და პროკოფი ჭანკოტაძე, რომლებიც იყვნენ ამ საქმის პროკურორები, მთავარი შემოქმედები, ვისი დავალებითაც აკეთებდა ამ საქმეს მარიანა ჩოლოიანი. ორივე პროკურორი დღეს არის სისტემაში. რატომ? – არ ვიცი, მეც მაქვს ეს შეკითხვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ შეკითხვას ვუსვამ „ოცნებას“ – რატომ ინარჩუნებთ ამ არასწორ ხალხს სისტემაში? ადრე თუ გვიან ეს ხალხი მოგიწყობთ საბოტაჟს!

რაც დღეს ხდება, ეს არის კოჰაბიტაციის ბრალი, რომელიც „ოცნების“ მოსვლის დღიდან ითქვა ხმამაღლა, - თითქოსდა ეს ხალხის დაკვეთა იყო. არავის დაკვეთა ეს არ იყო, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დაკვეთა. „ოცნების“ მიერ იყო შეპირება, რომ სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო. მესმის, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან ფართო ცნებაა, მაგრამ ამ სამართლიანობის აღდგენაში ხომ შედის ეს პატარ–პატარა დეტალები, როგორიც არის პროკოფი ჭანკოტაძე, ჩოლოიანი, ხიზანაიძე თუ სხვა მრავალი მისთანები, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა დარჩა დაპირებად. ერთი მხრივ, ჩვენ ვიმკით ამ ტყული დაპირების შედეგებს და მეორე მხრივ კოაბიტაციის შედეგებს.

რაც შეეხება თქვენი და მარიანა ჩოლოიანის კავშირს, რა შემხებლობა ჰქონდა თქვენს საქმესთან ჩოლოიანს?

– ჩემი და ქალბატონი მარიანას ურთიერთობა დაიწყო ჩემი მეორეჯერ დაკავების შემდეგ. მე დამაკავეს ორჯერ. ერთხელ დამაკავეს ყინწვისში, სადაც დამადეს ბორკილები. ჯერ ქარელის პოლიციის შენობაში დავყავით ძალიან დიდი დრო დაკავებულებმა, მერე გადმოგვიყვანეს თბილისის მთავრ სამმართველოში და უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ნაცემი–ნაწამები შემიყვანეს მარიანა ჩოლოიანის კაბინეტში და დამსვევს სკამზე. ვიყავი აბსოლუტურად დალეწილ მდგომარეობაში და დაიწყო ჩემი დაკავების ოფიციალური გაფორმება.

რამენაირად ხომ უნდა გაეფორმებინათ რაც მოხდა, პროცედურა დაიწყო მარიანა ჩოლოიანმა. შესაბამისად, გამოკითხვას აწარმოებდა ქალბატონი მარიანა ჩოლოიანი. მიკვირს მისი ადვოკატის, რომლეიც ჩემთვის უცნობი ადამიანი არ არის, ასე თუ ისე, ვიცნობ და მისი ეს განცხადება, რომ ჩოლოიანი შემხებლობაში არ იყო ჩემთან, შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს არ იყო?! ჩოლოიანი ოფიციალურად აწარმოებდა ჩემს დაკითხვას, საბუთებზე აქვს ხელი მოწერილი მაგ ადამიანს და ახლა უცებ არ არის?! სად არის მასე.

როდესაც დაიწყო თქვენი დაკითხვა, არ დაინტერესდა თქვენს სხეულზე არსებული დაზიანებებით, დალეწილი, ნაცემი, ნაწამები იჯექით მის წინ...

– არანაირი შეკითხვა არ დასმულა, რა მჭირდა. ან მინდოდა თუ არა ექიმი, მინდოდა თუ არა რამე. ამას რომ თავი დავანებოთ, ადვოკატის გამოყენების უფლება მქონდა წართმეული, ვინ წამართვა? – მარიანა ჩოლოიანმა და მისმა ზემდგომებმა ერთობლივად. მარიანაზე იმიტომ ვალაპარაკობ, რომ მას მიჰყავდა ოფიციალურად ჩემი დაკითხვა, თორემ ძალიან ბევრი მამრობითი სქესის მარიანები იყვნენ იქ.

ყოველ დასმულ შეკითხვაზე, როდესაც არ იღებდა მარიანა მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს, თავს გადააქნევდა. ამ ქალბატონმა თავიდანვე ძალიან კარგად იცოდა, რა მიმართულებით უნდა წაეყვანა დაკითხვა და საბოლოო ჯამში, რა შედეგი უნდა დაედოთ. ეს მე არ ვიცი ჩემგან რა უნდოდათ. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არ უნდა გამცინებოდა, მაგრამ მეცინებოდა ისეთ კითხვებს მისვამდა. ქალბატონი მარიანა მეუბნება – ვახ ნიკა, თურმე 2 000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი შემოგყავდათო, ეს სიგიჟე ოფიციალურად წერია დაკითხვის ოქმში. ბუნებრივია, ამაზე გამეცინა.

მე თვითონ ვუთხარი ქალბატონ მარიანას – ამას ვინ დაიჯერებს, სისულელეს მეუბნები-თქო და წინააღმდეგობა გავუწიე. ყოველი წინააღმდეგობის გაწევის მერე, როცა არ ვეთანხმებოდი მის მიერ შემოთავაზებულ სცენარს, მარიანა გადიოდა კაბინეტიდან, შემოდიოდა სხვა ხალხი და ხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ბოლოში უკვე მარიანა აღარ გადიოდა კაბინეტიდან, მე გავყავდით სხვა კაბინეტებში და იქ ხდებოდა ჩემი წამება.

არ დაინტერესებულა რატომ შემოდიოდნენ დაკითხვის ოთახში უცხო ადამიანები, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია?

– არა, არ მეკითხებოდა. საერთოდ არც აინტერესებდა. სასამართლოზე, როდესაც ჩემი ადვოკატი ეკითხებოდა, გაიხსენეთ ქალბატონო მარიანა, ვინ შემოიყვანა თქვენს კაბინეტში ნიკოლოზ გოგუაძეო, ამბობდა, რომ საერთოდ არ მახსოვს ვინ შემოიყვანაო. ჰაერზე არაფერს არ ვლაპარაკობ, დოკუმენტებით ვლაპარაკობ. ჩემი ადვოკატის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე მარიანა ჩოლოიანის პასუხი იყო, რომ მას არაფერი არ ახსოვდა. 9 წელი გავიდა და ახლა, ალბათ, საერთოდ დაავიწყდა, რომ ოდესღაც ნანახი ვყავარ და საერთოდ შემხებლობა ჰქონდა თუ არა „ყინწვისის საქმესთან“.

პრობლემა რა იყო იცით, საერთოდ არ იყო გადაწყვეტილი ჩვენი დაკავება. გადაწყვეტილი იყო, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდა მომხრდარიყო სამონასტრო კომპლექსში. ხელი შეეშალათ მათი ჩანაფიქრის აღსრულებაში. უფალმა გადაგვარჩინა. როცა ვერ მოგვკლეს, მერე უკვე გადაწყვიტეს დაკავება და ფიქრი იმაზე, როგორ და რანაირად შეეკერათ საქმე. ამდენ ტანჯვა–წვალებაში თვითონაც იღლებოდნენ, ამასობაში დროც გაექცათ. ადამიანს დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში ბრალი უნდა წაუყენო, ან უნდა გაანთავისუფლო, ეს დრო გაექცათ. აბსურდები წერეს, აგონიაში იყვნენ და მიიღეს ის შედეგი, რაც საზოგადოებამ ტელევიზორით იხილა და რაც თქვენც იცით.

როგორ ფიქრობ, სისტემა რომელიც ინარჩუნებს ასეთ ადამიანებს, ეს არის კოაბიტაციის შედეგი, რომელმაც გამოიწვია უმძიმესი შედეგი? თქვენ რას ეტყოდით მარიანა ჩოლოიანს, რომელიც 15 წლის მოზარდის გარადცვალების საქმეში დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ თქვენს საქმესთან შემხებლობაში არ იყო...

– საერთოდ არაფრის მიმართვის სურვილიც არ გამაჩნია. უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რომ ქალბატონ მარიანას არ აცდება ის სასჯელი, რაც მას ეკუთვნის და ამაში დარწმუნებული ვარ. ცხოვრებამ აჩვენა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამისთვის ძალიან დიდი დრო არის საჭირო.

 

სოციალისტი მაგარია! მიშა, გრიშა, პალიკო, ადეიშვილი, ახალაია დ., და კიდევ ბევრი სხვა მთავარი დამნაშავე თავისუფლები არიან, გულაობენ ასე ვთქვათ! ამ დროს როგორც იქნა დააპატიმრეს "ქვეყნის დამაქცევარი" ჩოლოანი და რაღა არ დააბრალეს!!! საწყალი ნერვიულობისგან კინაღამ გარდაიცვალა! მერე რაა თუ ისედაც კვდება?! მიდით აღასრულეთ სამართალი და სანამ კიდევ სუნთქავს ბალიშით მოახრჩეთ იქვე საავადმყოფოში! ვინ იკისრებს ამის აღსრულებას?! ბევრი ძალიან, გოგუაძემ არა მგონია, მაგრამ ტუხიაშვილი, ჟიჟილაშვილი, გრიგოლია, ტრაპაიძე, გვარამია-გაბუნია დუეტში და კიდევ ბევრი ძალიან უარს ნამდვილად არ იტყვიან ამ მისიაზე!
4 წლის უკან
სოციალისტი ვინმეს შეიძლება ჩოლოიანის ნათესავი ვეგონო.... არ ვარ არც ნათესავი და არც მოყვარე დაჯე ქურთიც არ ვარ! ქართველი ვარ უკვე მესამე საუკუნეა, ხოფერია, მანამდე რა იყო უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ თავს ვატყობ იქამდე ვინც იყვნენ ჩემი წინაპრები ისინიც ქართველები იყვნენ! გაგიმხელთ, ეს ამბავი ძალიან მეამაყება!
4 წლის უკან
tngh ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ამ ქ-ნის დასჯას ყველაზე მეტად "ნაც-ოპოზიცია" ითხოვს. მეტსაც, ვიტყვი... მწარედ და სიმწრით სასაცილოა მათი მოთხოვნები და აქტიურობა.
4 წლის უკან
Maverick tngh, რატომ არ უშვებ, რომ ნაცბოზბანდა მის დასჯას იმიტომ ითხოვს, რომ მაგ ქალბატონს ოცნებამ იგი ნაცების შავბნელ საქმეებზე აალაპარაკა, რითაც ინდულიგენცია მიიღო, აახლა ეს ბოზბანდა სამაგიეროს უხდის...
4 წლის უკან