მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ცნობილ კანადელ მომღერალ ბრაიან ადამსს დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდა.
გამოცემა „People”-ს ინფორმაციით, რამდენიმე თვეში პოპულარული მუსიკოსი მამა გახდება.
ცნობილი გახდა, რომ ადამსის მეგობარი გოგონა, ამავდროულად მისი ასისტენტი ალისია გრიმალდი საინტერესო მდგომარეობაში იმყოფება და 2013 წლის თებერვალში შეყვარებულს მეორე შვილს აჩუქებს.
ადამსი - გრიმალდის წყვილს გოგონა უკვე ჰყავთ. მირაბელა ბანი გრიმალდი - ადამსი ამ ქვეყანას 2011 წლის აპრილში მოევლინა.
მომავალი მამიკო ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ კანადელი მომღერალი პირველ კონცერტს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ქალაქ ოკლაჰომაში ჩაატარებს.