„არენა“ - მსოფლიო მასშტაბის პირველი ინტერაქტიული კინო-თამაშის ინტერაქციული პრეზენტაცია

„არენა“ - მსოფლიო მასშტაბის პირველი ინტერაქტიული კინო-თამაშის ინტერაქციული პრეზენტაცია

მსოფლიოში პირველმა ინტერაქტიულმა კინო-თამაშმა, რომლის პრეზენტაციაც „სტაბმაში“ გაიმართა, მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და ფილმის შემქმნელი კრეატიული გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

 „არენაში“ მთავარი გამოცდილებაა - იმ ემოციების, არჩევანისა და გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც ადამიანს ქმედების დასრულების შემდეგ რჩება. „მართე შენი თამაში“ - ესაა პროექტის მთავარი გზავნილი. მაყურებელი ფილმის დასაწყისიდანვე გამოდის პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან და ხდება აქტიური მოთამაშე, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით მართავს თამაშს და თავადვე განსაზღვრავს თავისი გზას ამა თუ იმ სიუჟეტში. ფილმის ყურება შესაძლებელია arena.ge-ზე და  არის სრულიად უფასო, გარდა ამისა, მაყურებლები რომლებიც ბოლომდე უყურებენ ფილმს, სრულიად უფასოდ იღებენ გათამაშების 5 ბილეთს და  ავტომატურად ერთვებიან „აჭარაბეთის“ ყოველდღიურ გათამაშებაში და 2 500 000 ლარი საპრიზო ფონდიდან სოლიდური თანხის მოგების შანსს იღებენ.

ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=QcwjWHYf1DM&feature=emb_logo