„რატომ მოუწია ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ამ ფორმით წასვლა? არ მახსოვს, ექიმებს აკრძალული ჰქონოდათ იქ წასვლა“

„რატომ მოუწია ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ამ ფორმით წასვლა? არ მახსოვს, ექიმებს აკრძალული ჰქონოდათ იქ წასვლა“

ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს მოსახლეობისთვის გმირია, თუმცა არიან ისეთნიც, რომლებიც მას პროვოკატორად მოიხსენიებენ და ტყვედ ჩავარდნილ ექიმს დედას აგინებენ. „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. კუხიანიძეს საკრებულოს წინ ნაგვის ურნაც მიუტანეს და მიუთითეს, რომ მისი ადგილი სანაგვეშია და არა საკრებულოში, ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა კი ქართველი ერის შეურაცხყოფად მიიჩნიეს და მოითხოვეს ერეკლე კუხიანიძემ ამის გამო თანამდებობა დატოვოს.

რატომ გახანგრძლივდა ვაჟა გაფრინდაშვილის დაპტიმრება და რა დააკლო საქართველოს ხელისუფლებამ ამ საქმეს? ამის შესახებ For.ge შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ცხინვალის იზოლატორში 38-დღიან ტყვეობას უძლებს ქართველი ტრავმატოლოგი. მოლოდინის მიუხედავად, ქართველი ექიმი არ გათავისუფლდა. მისი თავგანწირვის ფონზე სამარცხვინოდ მოჩანს იმაზე მსჯელობა, ვაჟა გაფრინდაშვილი ცოცხალი გმირია, თუ პროვოკატორი? რას ნიშნავს ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელი განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მიმართ?

- კუხიანიძე ერთი ადამიანია, მისი მოსაზრება არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში არსებულ პოზიციასთან. უბრალოდ, მან, როგორც ერთმა ადამიანმა, გამოთქვა პირადად ჩემთვის უსაფუძვლო და გაუგებარი მოსაზრება, მაგრამ, თუ ჩვენთან დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლებაა, ყოვლად მიუღებელი პოზიციის გამოხატვასაც კი ვერავის დავუშლით. კუხიანიძეს არ ვიცნობ, წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ არის, მის პოზიციას პრაქტიკულად არავინ იზიარებს, არც მისი თანაპარტიელები, არც ოპოზიცია, კაციშვილმა არ დაუჭირა მხარი, ამიტომ გავატაროთ მისი ნათქვამი.

როდესაც ტყვეობაში მყოფ ადამიანს ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს ერეკლე კუხიანიძე, ეს უკვე მორალის საქმეა, მაგრამ, ალბათ, იმ ადამიანების პროტესტიც ლეგიტიმურია, ვინც კუხიანიძესმოსიარულე ნაგავსუწოდებს.

- რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს ამის უფლება. რაც ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სიტყვები მომისმენია, რა ვქნათ ახლა, დემოკრატია გულისხმობს ამას. დემოკრატია ძალიან კარგი პირობაა საიმისოდ, წარმოჩნდეს საზოგადოების რაობა. ზოგჯერ დემოკრატიას იყენებენ სალანძღავად და უშვერი სიტყვების გამოსაყენებლად და ეს აჩვენებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობას.

ვაჟა გაფრინდაშვილი შეგნებულად წავიდა ამ გზაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ახლაც ცხინვალის იზოლატორში რუსულ დოკუმენტებს ხელს არ აწერს, არც რუსულად ლაპარაკობს და თავისი გაუტეხლობით ყველას სიმპათიას იმსახურებს. როგორ შეაფასებთ მის ქმედებას?

- ის ჯერ არ გამოსულა ციხიდან და მე არ ვიცი მისი მოტივაცია. ალბათ, თავისუფალ პირობებში იტყვის, რამ განაპირობა მისი ქმედება, მანამდე ძნელია მისი მოქმედებების შეფასება. ასე რომ, მე მაინც ველი, როდის დასრულდება მისი ტყვეობა.

ვაჟა გაფრინდაშვილს სჯიან რუსული კანონმდებლობით, .. რუსული საზღვრის დარღვევის გამო. იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი წყვეტს ამ საკითხებს, ვის უნდა დაველაპარაკოთ ექიმის გასათავისუფლებლად - რუსებს, თუ ოსებს?

- უნდა დაველაპარაკოთ ყველას, ვისაც შეუძლია ბატონი ვაჟას გათავისუფლებაზე გავლენის მოხდენა. აშკარაა, ცხინვალის მხარე არც რუსებს უსმენს, არც არავის და, რასაც უნდა, იმას აკეთებს. მათ გადაწყვიტეს, 2 თვე მიუსაჯონ წინასწარი პატიმრობა და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს 2-წლიან პატიმრობას. იმედია, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ის გამოვა ციხიდან. როცა ადამიანი ტყვეობაშია, მანამდე მასზე მსჯელობა და კრიტიკა მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ყველაფერი შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენონ. მე მიცნობენ ცხინვალში და, ამის მიუხედავად, იმის თქმა, რასაც ვფიქრობ, არ შეიძლება, რათა ეს არ გამოიყენონ ბატონი ვაჟას საზიანოდ. ამიტომ მირჩევნია, თავი შევიკავო რაიმე განცხადებებისგან.

ნინო ბურჯანაძეს რუსები დაჰპირდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ შედეგი არ დადგა. რუსებმა ბურჯანაძეც მოატყუეს?

- ეს პოლიტიკური ნაბიჯია. ბურჯანაძეს იმედი ჰქონდა, რომ ამით მიაღწევდა წარმატებას, მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. იშრომა ქალბატონმა, ჩავიდა რუსეთში და ილაპარაკა იქ, სადაც ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ არ გამოუვიდა. მე არ ვარ ბურჯანაძის მომხრე და მისი ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ იმის თქმა, რომ მან არაფერი გააკეთა, არ იქნება სწორი. ის შეეცადა და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ყველამ რაღაც რომ აკეთოს ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, კარგი იქნება. ბურჯანაძემ სცადა მისი დახმარება და ამისთვის საზოგადოებისგან შეურაცხყოფა და დამცირება უფრო დაიმსახურა, ვიდრე მადლიერება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ბურჯანაძის ოჯახის წევრი არაა, უბრალოდ, ნინო ბურჯანაძემ აშკარად გაიზიარა ქართულ საზოგადოებაში არსებული განცდები და განწყობები. მიმაჩნია, ოსებს უნდა ველაპარაკოთ, ეს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის რუსეთისთვის, რომ ექიმის დატყვევების გამო ხელები ამოუგრიხონ ცხინვალს. ეს სფერო ცხინვალს რუსეთმა დაუთმო და არ ერევა ადამიანების დაპატიმრება-გათავისუფლებაში. კარასინმაც არ დაიზარა და თქვა, რომ საჭიროა, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს, ბურჯანაძემაც ეს ინფორმაცია ჩამოიტანა რუსეთიდან. ჩემი აზრით, რუსეთი არაა დაინტერესებული გაფრინდაშვილის ტყვეობაში ყოფნით, ამ დასკვნამდე მივედი კარასინისა და ნინო ბურჯანაძის ნათქვამიდან გამომდინარე. ის, რომ გაფრინდაშვილი დღემდე პატიმრობაში იმყოფება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ცხინვალის პრინციპული გადაწყვეტილებაა. ამიტომ თქვენს შეკითხვაზე, ვის უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ცხინვალს. ეს ის თემაა, რომელიც, იმედია, მალე კარგად დამთავრდება და ადამიანი დაგვიბრუნდება ჯანმრთელი, თუმცა მორალურად დაზარალებული.

ეს არ არის რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემა. ამიტომ ასეთ და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებშიც უნდა ველაპარაკოთ ყველას, ვის ხელშიცაა პროცესებზე ზემოქმედების რესურსი. მე ასეთი ადამიანები ასობით გამომიყვანია, ამის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს. ყოველთვის ველაპარაკებოდი პირდაპირ მხარეს - ან სოხუმს, ან ცხინვალს და, როგორც წესი, ეს ხდებოდა ყოველგვარი ხმაურის გარეშე. არავინ არაფერი იცოდა, ისე გამომყავდა ხალხი. მე ჩემი სტილი მქონდა, ვიღაცას სხვა სტილი აქვს, მაგრამ ყველა უნდა ელაპარაკოს იმას, ვისთანაც ლაპარაკის საშუალება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის თანასაკნელი ამბობს, რომ ქართველი ექიმი წუხდა გატაცებული გლეხების ბედით, ამბობდა, აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიან, იქნებ, ისე გავაკეთო, რომ წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის გარღვევა მსოფლიოს თვალში, რათა შეიცვალოს აზრი მსოფლიოში, რომ ამ ადამიანმა რუსეთის საზღვარი კი არ დაარღვია, არამედ საკუთარი საზღვრის გადაკვეთისას აღმოჩნდა დაკავებული. თანაც, ექიმის ქმედება იმ ფონზეა მნიშვნელოვანი, როცა ჩვენი პოლიტიკოსებისგან ნაცვლად ტერმინის - ცხინვალის რეგიონი, შევეჩვიეთ მცდარ ტერმინს .. სამხრეთ ოსეთი.

- ნუ გვექნება ზედმეტის მოლოდინი, არაფერი არ შეიცვლება, მადლობა ღმერთს, ადამიანი ცოცხალია, ახლა საუბარია მის პატიმრობაზე, იმედია, 2 თვეზე მეტხანს არ იჯდება. არა მგონია, მსოფლიოსთვის ეს თემა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რაც ხდება სირიაში, უკრაინაში. რაც შეეხება ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“, მე თვითონ ვიყენებ ამ ტერმინს, რადგან საერთაშორისო დოკუმენტებში ყველგან ასე გვიწერია, სააკაშვილმა ხელი მოაწერა სარკოზისთან დოკუმენტზე, სადაც „სამხრეთ ოსეთი“ ეწერა. ეს მსოფლიოში არ არის საკამათო.

.. სამხრეთ ოსეთი კი წერია უცხოურ დოკუმენტებში, მაგრამ ხომ შეგვიძლია, ნელ-ნელა ჩავანაცვლოთ რეალური დასახელებით, ანუ ტერმინითცხინვალის რეგიონი“?

- მაშინ ყველა დოკუმენტი უნდა შეიცვალოს, სადაც ოსებს, რუსებს აქვთ ხელი მოწერილი. რომელი ოსი მოგიწერს ამის შეცვლაზე ხელს? თუ ჩვენ გვინდა შერიგება, მაშინ ანგარიში უნდა გავუწიოთ მეორე მხარეს.

რაც შეეხება თანასაკნელის ნათქვამს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შეგნებულად წავიდა რისკზე?

- კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილებაა, ზრდასრული ადამიანია, პროფესიონალია, კარგად იცის, რას აკეთებს, გასიგრძეგანებული აქვს რისკები, რაც მოჰყვებოდა ამას. მან კარგად იცოდა, სად და როგორ მიდიოდა.

ისმის უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რატომ არ აკეთებს უფრო მეტს, რაღაც ხომ არ დააკლეს ამ საქმეს? იმასაც ამბობენ, სუს- ქართველი ექიმის გათავისუფლების სპეცოპერაციას რატომ არ გეგმავს?

- სპეცოპერაციას შეიძლება რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვეს. შეიძლება დაიღუპოს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს, ეს მაშინ, როცა მისი დაპატიმრების მაქსიმუმ 2 თვის ფარგლებზეა ლაპარაკი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რატომ მოუწია ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ამ ფორმით წასვლა ავადმყოფის დასახმარებლად. მე არ მახსოვს, ექიმებს აკრძალული ჰქონოდეთ იქ წასვლა. ექიმები კი არა, სასწრაფო დახმარებები ჩაგვიყვანია, საოპერაციო ინვენტარი ჩაგვიტანია, ოპერაციები ადგილზე გაუკეთებიათ ქართველ ექიმებს. ასეთი უამრავი ფაქტია. ვაჟა გაფრინდაშვილი როცა დაბრუნდება თბილისში, ალბათ, ახსნის, რატომ მოუწია ასეთი სარისკო ნაბიჯის გადადგმა, სთხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალში ჩასასვლელად დახმარება. თუ სთხოვა, რა უპასუხეს? უპასუხეს, ვერ დაგეხმარებითო, თუ მოიცადეთ ერთი კვირაო და ამ კაცმა, როგორც პროფესიონალმა, ჩათვალა, რომ ერთი კვირა გვიან იქნებოდა? ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი პროფესიონალი ექიმი ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო, ვერც ავადმყოფს ვერ დაეხმარა და თვითონაც საფრთხეში ჩაიგდო თავი. ისიც საინტერესოა, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ რატომ იყო 2-3-4-დღიანი დუმილი. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ სთხოვა მის ოჯახს, ცოტა ხანს მდუმარედ ყოფილიყვნენ. სხვათა შორის, მეც მითხოვია ასეთი რამ ოჯახებისთვის, მაგრამ მე ყოველთვის გამიმართლებია დუმილი და მადლიერები იყვნენ ოჯახები, რომ ჩვენ ხმაურის გარეშე მათი ოჯახის წევრი გამოვიყვანეთ. რაკი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ჩვენმა ხელისუფლებამ სთხოვა, გაჩუმებულიყვნენ, მაშინ საინტერესოა, რა გეგმა ჩაუვარდათ, რა არ გამოუვიდათ.

- არ გამოუვიდათ ის, რომ გაფრინდაშვილმა ხელი არ მოუწერა, რომ სხვისი საზღვარი გადაკვეთა. ის საქართველოს საზღვარს მხოლოდ ფსოუზე და როკის გვირაბთან ცნობს.

-ამისთვის არავითარი ხელმოწერები არაა საჭირო. ჩვენ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ და არა გაფრინდაშვილზე. უამრავი ადამიანი მყავს გამოყვანილი და არც აფხაზს და არც ოსს არ უთხოვია ჩვენთვის, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და მერე გამოვუშვებთო, ეს არასდროს ყოფილა.

როგორ ფიქრობთ, სპეცსამსახურები აქტიურებენ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- როგორც წესი, სპეცსამსახურები ხვდებიან ერთმანეთს, რასაც ტექნიკური შეხვედრები ჰქვია. წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით 4-5-ჯერ მაინც შეხვდნენ სპეცსამსახურები ერთმანეთს, ახლა რატომ არ ხვდებიან, არ ვიცი, თუმცა ბევრ კითხვაზე საჯაროდ ლაპარაკი არ შემიძლია.

არაგველი641 კითხვა დაიბადა, ბ-ნი გაფრინდაშვილი რომელი პოლიტიკური მიმდინარეობის მხარდამჭერია?
4 წლის უკან
DDDzia არაგველი641
კარგი შეკითხვაა.
ეს კითხვა თავიდანვე უნდა დაესვათ ე.წ. ოპოზიციისთვის.
და მეორე - სამოტივაციო ნაწილი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი გამოძიებისთვის - რა იყო იმის მოტივაცია, რომ ეს "გმირი' ე.წ. საზღვარზე კი არ გადავიდა, არამედ გადაძვრა?
გადასვლა, როგორც წყაროებიდან ირკვევა, თურმე პრობლემა არ ყოფილა და რატომ გადაძვრა, თუ შეეძლო უპრობლემოდ გადასვლა?
4 წლის უკან
Katana . უამრავი ნაცი მოხელე რომ დაიტოვა "ოცნებამ" - პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, ბევრი თანამდებობის პირი, ციხეს რომ ელოდებოდა - დააწინაურეს კიდეც და... რაღა პაატა ზაქარეიშვილი მოიშორეს მაინცდამაინც?!
ამ საქმეში დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილებითა და კავშირებით, არ იქნებოდა ეს კაცი ძალიან სასარგებლო მსგავს კრიზისულ სიტუაციებში?!
ვისი ჭკუით ხდება კადრების ასეთი შერჩევა-გადარჩევა, ვინ კარნახობთ ასეთ ბრძნულ გადაწყვეტილებებს, საინტერესოა!..
*
რაც შეეხება "სპეცოპერაციის" მოთხოვნას, ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად... როგორც რუსები იტყვიან, начиталис, да?..
ეტყობა, ვიღაცამ ახლახან წაიკითხა ოტტო სკორცენის შესახებ... ან (უფრო მოსალოდნელი), ძალიან უნდათ იმის მსგავსი - სრული ფიასკოთი დამთავრებული - ოპერაცია ჩაატარებინონ ამ ხელისუფლებას, სააკაშვილ-ოქრუაშვილის დროს რომ ჩაატარეს ამავე რეგიონში და ათობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მუხლებზე დაჩოქილი რომ იხილა მსოფლიომ!..
მერე მეტი საბაბი ექნებათ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად და "უცხოელ მეგობრებსაც" უფრო ცხადად დაანახვებენ, როგორი აუცილებელია ამ ხელისუფლების ძალით დამხობა და ნაცების დაბრუნება!
P.S.
ისე, ვაჟა გაფრინდაშვილი ვის საშველად გადავიდა იქითა მხარეს - საიდუმლოა, რომ არავინ აკონკრეტებს? თუ იმიტომ გარისკა, რომ კიდევ ერთხელ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა სახელმწიფო და "სატოპკე" აეწია იმ ხალხისთვის, ვინც მანდ მავთულხლართები გააბმევინა რუსებს: შეხედეთ, რა უსუსურია ეს ხელისუფლება, თავისი თანამემამულე ვერ გამოუხსნიათო?..
4 წლის უკან
DDD Если бы "начитались".
Насматрелись, да и только!
4 წლის უკან
გრიგორი რას ნიშნავს "...დაგვიბრუნდება ჯანმრთელი, თუმცა მორალურად დაზარალებული" ?! საით უმიზნებს ეს რუსის აგენტი ?!
4 წლის უკან