დიდ ბრიტანეთში მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

დიდ ბრიტანეთში მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად, საქმე მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ტიტულებს ეხება, რადგან როგორც აღმოჩნდა, ათასობით ადამიანს კონკრეტული მიზეზების გამო აღიზიანებს, როცა მათ სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიხსენიებენ.

უკვე შეიქმნა პეტიცია, რომელშიც იკითხება - "ჩვენ Brighton and Hove-ის"- საბჭოს ვაწვდით პეტიციას "სასექსის ჰერცოგისა" და "სასექსის ჰერცოგინიის" გამოყენების შესახებ კონკრეტულად ჰენრის (პრინცი ჰარი) და რეიჩელ მეგან მარკლის მიერ, რადგან გვჯერა, რომ ეს ამორალურია და აღმოსავლეთ სასექსის საბჭოს არ შეეფერება.

"ჩვენ მოგიწოდებთ, არ მოიხსენიოთ ეს პიროვნებები აღნიშნული წოდებებებით, რადგან ეს არადემოკრატიულია და გარდა ამისა, მდიდარი ელიტის მიერ საზოგადოების დაქვეითების მაგალითია".

პეტიციას ხელს უკვე 3696 ადამიანი აწერს, რაც ნიშნავს რომ მისი განხილვა 19 დეკემბერს გამართულ საბჭოზე მოხდება.