სტივენ კინგის რომანის „ბნელი მხარის“ მიხედვით საშინელებათა ფილმს რეჟისორი ალექს როს პერი გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.
1989 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც თავისი სახელითაც წერს და ფსევდონიმითაც, თუმცა გარკვეულ მომენტში მისი ალტერეგო გაცოცხლდება და ადამიანების მოკვლას დაიწყებს.
„ბნელი მხარის“ პირველი ეკრანიზაცია 1993 წელს რეჟისორმა ჯორჯ რომერომ გადაიღო. ფილმში მთავარი როლი ტიმოტი ჰატონმა შეასრულა.