ჟურნალ The Hollywood Reporter-ის კრიტიკოსმა, ტოდ მაკარტიმ 2019 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა. რეიტინგის პირველ ადგილზე კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ აღმოჩნდა.
ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან. მოქმედება ჩარლზ მენსონის დაჯგუფებასთან დაკავშირებული მოვლენების და რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლის, მსახიობ შერონ ტეიტის მკვლელობის ფონზე ვითარდება.
მეორე ადგილზე ბენ და ჯოშუა სეფდის გადაღებული კრიმინალური ტრილერი „დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები“, მესამეზე კი გრეტა გერვიგის „პატარა ქალები“, რომელშიც მთავარ როლებს სირშა რონანი, ემა უოტსონი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.