ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმცროსი წევრები საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები არიან. პრინცი ჯორჯიც მათ შორის ერთ-ერთია და ხშირად გამხდარა სახალისო შემთხვევების სულისჩამდგმელი. ამჯერად მის შესახებ კიდევ ერთი ისტორია მჟღავნდება, რომელიც მედიასთან საუბარში მიშელ ობამამ ახსენა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ კენსინგტონის სასახლეში ვიზიტის ფარგლებში მეუღლესთან ერთად, პრინცების - ჰარის, უილიამისა და ჯორჯის გარემოცვაში ივახშმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ობამებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ასეთ შეხვედრებს ყოველთვის დაჰკრავს ოფიციალურობის იერი, რამაც პრინცი ჯორჯი, რომელსაც როგორც წესი არ სვამენ უფროსებთან ერთად, გააკვირვა და ამიტომაც ბიძიას ჰკითხა, თუ რატომ იყო ის ასე მშვიდად.
როგორც ჩანს, ძმისშვილისთვის მუდამ მხიარული ბიძიის ფორმალურ გარემოში ხილვამ დააბნია, თუმცა შემთხვევას ობამა დიდი სიყვარულით იხსენებს, "ყველაზე ძვირფასი რამ უნდა აღვნიშნო, თუ პრინც ჰარიზე ჯერ კიდევ არ ხართ შეყვარებული, აუცილებლად უნდა ნახოთ ის ძმისშვილთან ერთად," - აღნიშნა მან.