კაცმა, რომელმაც აუქციონზე ოლივია ნიუტონ-ჯონსის კოსტიუმი ფილმ „ბრიოლინიდან“ შეიძინა, მსახიობს ტყავის ქურთუკი დაუბრუნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცმა მსახიობს ნივთი პირადად გადასცა და განაცხადა, რომ ქურთუკის ადგილი მილიარდერის კარადაში არ არის, რათა მან ამით იტრაბახოს. 71 წლის ნიუტონ-ჯონსმა კი უპასუხა, რომ ეს ყველაზე გულუხვი საჩუქარია, რაც კი მისთვის გაუკეთებიათ.
მსახიობის კოსტიუმი ცნობილი ფილმიდან აქუციონზე ნოემბერში გაიყიდა. შემოსავლის ნაწილი ნიუტონ-ჯონის კიბოს კვლევის ცენტრში გადაირიცხა. ნიუტონ-ჯონი ამ დაავადებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის.