ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს.
„არ ვიცი ქალებთან რამდენი რომანი მომაწერეს ბოლოს წლების განმავლობაში. მაგრამ გავრცელებული ჭორებიდან არც ერთი არ არის ნამდვილი“, - თქვა მსახიობმა.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.მიზეზად თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ინციდენტი სახელდება, რომლის ერთ-ერთი ვერსიით, წყვილის კამათს მათი უფროსი ვაჟი, მედოქსი შეესწრო და მას შემდეგ, რაც მან დედის დაცვა გადაწყვიტა, ბრედმა შვილს ხელი დაარტყა.
მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური და სამი აყვანილია.