50 წლის მსახიობი, ჯენიფერ ენისტონი ელენ დიჯენერესის შოუს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა უმეტესად კომედიური ხასიათისაა, მიწვეულმა სტუმარმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
ამის მიზეზი კი ის ვიდეო გახდა, რომელიც წამყვანმა მსახიობს აჩვენა. ვიდეოში გოგონა მისი უმუშევარი მამისთვის დახმარებას ითხოვს. გოგონა საუბრობს, რომ მამამისმა ცოლი და დედა ერთდროულად დაკარგა და ამის შემდეგ მთელი დრო და ენერგია ორ შვილს დაუთმო.
გოგონა ელენს სთხოვდა რამენაირად დახმარებოდა მამის გახარებაში.
ვიდეოს დასრულების შემდეგ, ელენ დიჯენერესმა დარბაზში გოგონა, დასთან და მამასთან ერთად მოიწვია, ცრემლების შეკავება ჯენიფერს ნამდვილად უჭირდა.
გადაცემის წამყვანმა ოჯახს საახალწლო საჩუქრები აჩუქა, სახლი სადღესასწაულო დეკორაციებით მოურთო, ულამაზესი ნაძვის ხეც დაუდა და სამ კაციანი საგზური პარიზში აჩუქა.
თუმცა გადაცემის წამყვანი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და ოჯახის თითოეულ წევრს $50,000 თანხა გადასცა.
შოუს დასრულებისას ჯენიფერმა და ელენმა ოჯახთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.