ყოფილი ფეხბურთელი, 44 წლის დევიდ ბექჰემი ინსტაგრამის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად, ბრიტანელ ვარსკვლავად დასახელდა.
ფეხბურთელი ერთი ფოტოს განთავსებით, რომელშიც რაიმე სახის რეკლამას ეწევა, 286,000 ფუნტს იღებს. 2019 წლის მონაცემებით ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში 30 რეკლამა გაათავსა, რაც 8,6 მილიონ ფუნტს უდრის.
წყაროს ცნობით ფეხბურთელის შემოსავალმა წელს იმატა, რადგან 2018 წელს ის ერთ პოსტში მხოლოდ 228,000 ფუნტს იღებდა.