პოპულარული შვედური ჯგუფის „Roxette“ ვოკალისტი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror-ი მომღერლის მენეჯერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა საყვარელმა არტისტმა დაგვტოვა. მარტი ფრედრიკსონი 9 დეკემბერს, დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომღერალი 61 წლისა იყო. მრავალი წლის განმავლობაში ის კიბოს ებრძოდა. მას ქმარი და ორი შვილი დარჩა.
მარი ფრედრიკსონმა და პერ გესლემ Roxette-ი 1986 წელს შექმნეს. ჯგუფის ოთხმა სიმღერამ Billboard-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. დუეტმა 75 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.