ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს

ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს

კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ჰოლივუდელმა რეჟისორმა თავის გეგმების შესახებ რადიოშოუში Andy Cohen Live ილაპარაკა, რომლის ნაწილი YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება.

„მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.