აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსის შტატში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

დაჭრილია ასევე 2 სამართალდამცველი. სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოს მდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ.

თავდასხმის მოტივები უცნობია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავს.