საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნის ოცწლიანი პერიოდის მიუხედავად, ყველასთვის საყვარელი მომღერალი - ბიონსე, ჯერ კიდევ ვერ ეგუება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მის პირად ცხოვრებაში ჩარევას გამუდმებით ცდილობს.
2020 წლის Elle-ის იანვრის ნომერში ვარსკვლავის უახლესი ინტერვიუ გამოქვეყნდება, რომელშიც38 წლის ვარსკვლავი ახსენებს შეკითხვას, რომელიც მას ყველაზე მეტად აღიზიანებს.
სამი შვილის დედას, როგორც ჩანს, ხშირად ავიწროებენ ორსულობასთან დაკავშირებული კითხვებით, "ფეხმძიმედ ხარ?" - ეს არის სიტყვები, რომლებიც დივას ყველაზე მეტად აღიზიანებს.
და საპასუხოდაც საკმაოდ უხეში რეაქცია აქვს - "თავი დაანებეთ ჩემს რეპროდუქციულ სისტემას!".