მეგან მარკლი, როგორც ჩანს, ძველ სანაცნობო წრეს საბოლოოდ არ ივიწყებს და სასექსის ჰერცოგინიის სტატუსითაც გარშემო იმ ადამიანებს იკრებს, რომლებსაც წლების წინ ენდობოდა. ამჯერად საქმე კელი თომას მორგანს ეხება, რომელიც მისი პირადი პუბლიცისტი გახლდათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰერცოგინია სამსახიობო კარიერით იყო დაკავებული.
როგორც აღმოჩნდა, მორგანთან ურთიერთობა მეგანმა სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან განთავსიუფლების შემდეგ აღადგინა. ექვსკვირიანი დასვენების პერიოდი კი, როგორც ჩანს, საქმიან გეგმებსაც მოიცავს.
ირკვევა, რომ მორგანი მეგანსა და ჰარის კიდევ ერთი საქვემოქმედო ფონდის ორგანიზებაში ეხმარება, რომლის პრეზენტაციაც 2020 წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ პუბლიცისტი მეგან მარკლის მიერ ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შორისაც გახდლათ.