სოციალური მედია უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავს ანჯელინა ჯოლის შესაძლო რომანს, რომელიც ევან რეიჩელ ვუდს უკავშირდება. ანჯელინას სახელი ამერიკელ მსახიობს, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, მას შემდეგ დაუკავშირეს, რაც ავსტრალიურმა ტაბლოიდმა Woman's Day, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "In Heaven With Evan: Ange's New lady Love".
თუმცა 32 წლის მსახიობს ამ ყველაფერზე საკმაოდ დროული რეაქცია ჰქონდა. მანამ სანამ ჭორები ქალბატონების ურთიერთობაზე კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა მან ტვიტერის მეშვეობით გადაწყვიტა ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა.
ამასთან ერთად, Billboard Hot 100-ში მოხვედრაც აღენიშნა, რაც მას Idina Menzel-თან ერთად შექმნილი სიმღერით - Show Yourself შეძლო.
"მე ეს შევძელი Billboard-ზე და თან ანჯელინა ჯოლისაც ვხვდები?! რა დღეა!" - დაწერა მან.