ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ გახდა. ექსპერტებმა ეს ფილმი ასევე გამოარჩიეს კატეგორიებში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.
საუკეთესო ფილმების ნომინაციაში მეორე ადგილზე მარტინ სკორსეზეს „ირლანდიელი“ მოხვდა, საუკეთესო უცხოენოვან ფილმად კი პედრო ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება დასახელდა.
ნომინაციაში საუკეთესო კაცი მსახიობი ანტონიო ბანდერასმა გაიმარჯვა, საუკეთესო მსახიობი ქალი კი მერი კეი პლეისი გახდა.