Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time-მა პოპულარული პრემიის „წლის ადამიანის“ შორთლისტი გამოაქვეყნა. 9 პრეტენდენტი NBC News-ის გადაცემა Today-ში დაასახელეს.

პოლიტიკოსებიდან სიაში მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი.

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

წლის ადამიანი 11 დეკემბერს დასახელდება.