უკვე რამდენიმე კვირაა კაია გერბერი და პიტ დევიდსონი რომანს აღარ მალავენ. 18 წლის მოდელი უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს 26 წლის კომიკოსთან ერთად, თუმცა როგორც ირკვევა ცნობილი მოდელის - სინდი კროუფორდის ოჯახში ყველაფერი არც ისე ჰარმონიულად არის როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
Page Six-თან საუბარში ოჯახთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ სინდი უბრალოდ იმედოვნებს რომ ეს ყველაფერი მალე მორჩება.
"(კაიას) მოგზაურობა და მუდმივი სამუშაო გრაფიკი… რამდენად სერიოზული შეიძლება გახდეს ეს ურთიერთობა?" - აღნიშნა მან.
ამასთანავე, წყაროს თქმით, სინდი და რენდი გერბერი საკმაოდ არიან ჩართული ქალიშვილისა და 20 წლის პრესლის ცხოვრებაში, შესაბამისად, გოგონასა და პიტის ურთიერთობას ხანგრძლივ ისტორიას არ უწინასწარმეტყველებენ.