ამერიკის შტატ ატლანტაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა გოგონებმა მოიყარეს თავი. 90 მონაწილე ბრილიანტის გვირგვინისთვის იბრძოდა.
ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით "მის სამყაროს" ტიტული 26 წლის სამხრეთ აფრიკელმა გოგონამ მიიღო: ზოზიბინი ტუნციმ.
კონკურსის განმავლობაში მან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა საღამოს კაბის და საცურაო კოსტიუმის კატეგორიებში, ასევე, ჟიური მოიხიბლა მისი პასუხით კითხვაზე: რატომ უნდა გაემარჯვა სწორედ მას?
"მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ჩემი მსგავსი ქალი - ჩემი კანის ფერითა და თმის ტიპით - არასდროს ითვლებოდა ლამაზად. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ეს დამოკიდებულება შეწყდეს. მსურს მიყურებდნენ ბავშვები და ჩემში საკუთარი თავის არეკვლას ხედავდნენ" - თავდაჯერებულად განაცხადა ზოზიბინიმ.
კონკურსის ისტორიაში ტუნცი რიგით მესამე გამარჯვებულია აფრიკიდან.