120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 ათას დოლარად გაიყიდა, ქართველმა პერფორმანს-არტისტმა დეივიდ დათუნამ შეჭამა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

დეივიდ დათუნამ თავის პერფორმანსს „მშიერი არტისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ არტინსტალაცია ძალიან გემრიელი იყო.

როგორც გამოცემასთან საუბარში ქართველმა არტისტმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ის ცალკე ოთახში გაიყვანეს, სადაც ის პოლიციამ დაკითხა. პოლიციამ მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერა და გაათავისუფლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით შეიძლება წაუყენონ მას ბრალი.

იტალიელი მაურიციო კატელანის მიერ შექმნილი არტნამუშევარი „კომიკოსი“ რამდენიმე დღის წინ გაიყიდა.